პონარტის კირხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალინინგრადის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
პონარტის კირხე — რუსეთი
პონარტის კირხე
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 54°40′52″ ჩ. გ. 20°28′51″ ა. გ. / 54.68111° ჩ. გ. 20.48083° ა. გ. / 54.68111; 20.48083
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია კალინინგრადის ოლქი
ადგილმდებარეობა კალინინგრადი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3900044000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ნეოგოთიკა
თარიღდება 1896-1897

პონარტის კირხე (რუს. Кирха Понарт; გერმ. Ponarther Kirche) — ყოფილი ევანგელისტური კირხე კენიგსბეგში, აგებულია 1897 წელს. სახელწოდება მიიღო ქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის პონარტისაგან. ამჟამად მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც აგებულია ღვთისმშობლის შობის სახელზე.

მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს კალინინგრადის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კირხე ააშენეს პონარტის რაიონის ევანგელისტური თემის ხელმძღვანელის რობერტ ჰოფმანის დამსახურებით, რომელიც იყო შეფერდეკერისა და გრუბერის ოჯახების კუთვნილი ლუდის ქარხნის „პონარტის“ დირექტორი და ასევე პონარტის მკვიდრი. კირხე აკურთხეს 1897 წლის 23 ივლისს.

აგურის ნაგებობას, რომელიც აგებულია ნეოგოთიკურ სტილში, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აქვს ოთხსართულიანი სამრეკლო და ფრონტონები აღმოსავლეთით და სამხრეთით. ნაგებობის ორ მხარეს კი განთავსებულია კონფორსტები. სამხრეთით განთავსებულია საკურთხევლის ნაწილი, რომელსაც ესაზღვრება შიფერდეკერების საგვარეულო სამარხი. კირხეს ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებულია ლამაზი ფრონტონი ხუთი ფანჯრით, აქვე განთავსებულია კარიბჭე, რომელიც გაერთიანებულია სამრეკლოს კოშკთან. აღმოსავლეთის მხარეს ფანჯრები ფართო და მაღალია. ორფერდა სახურავზე დაყენებული იყო ფანარი მაღალი წვეტით (არაა შემონახული ჩვენს ეპოქამდე).

პირველი საეკლესიო ორღანი ქრისტიანულ ეკლესიაში მოიტანეს ქალაქის სინაგოგიდან. ისტრუმენტი მოქმედებდა 1929 წლამდე, ხოლო შემდეგ შეცვალეს ახლით, რომელიც იყო ცნობილი ჰანოვერული ფირმის „ფურტვენგლერი და ჰამერის“ ნამუშევარი (წარმატებით მუშაობს დღემდე).

1945 წლის აპრილის შტურმის შემდეგ მიყენებულმა მცირე დაზიანებებმა ხელი ვერ შეუშალა მასში ღვთისმსახურებას, რომელიც აღევლინებოდა ქალაქში დარჩენილი გერმანელებისათვის. მათი გადასახლების შემდეგ კირხე ჯერ საწყობად გამოიყენებოდა, ხოლო შემდეგ მასში მოქმედებდა სპორტული დარბაზი „შტორმი“.

1991 წელს პონარტის კირხე გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. შენობა გაარემონტეს და 1992 წლის 21 სექტემბერს აკურთხეს როგორც ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Альбинус Р. Лексикон города Кенигсберга и его окрестностей. — Леер, 1985. -На нем. яз.
  • Бахтин А., Долизен Г. Забытая культура: Кирхи Северо-Восточной Пруссии. -Хузум, 1998. — На нем. яз.
  • В. И. Кулаков, А. П. Бахтин, А. П. Овсянов, Н. И. Чебуркин, «Памятники истории и культуры. Калининград», Москва, 2005, стр. 136 ISBN 5-902425-01-8