ფრედერიკ ბაზილი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ფრედერიკ ბაზილი}} |
ფრედერიკ ბაზილი | |
---|---|
![]() ავტოპორტრეტი, 1865—1866 | |
სრული სახელი | ჟან ფრედერიკ ბაზილი |
დაიბადა | 6 დეკემბერი, 1841 |
დაბადების ადგილი | მონპელე |
გარდაიცვალა | 28 ნოემბერი, 1870 |
გარდაცვალების ადგილი | Beaune-la-Rolande[1] |
ეროვნება | ფრანგი |
სფერო | ფერწერა |
მიმდინარეობა | იმპრესიონიზმი |
ჟან ფრედერიკ ბაზილი (ფრანგ. Jean Frédéric Bazille, დ. 6 დეკემბერი, 1841 — გ. 28 ნოემბერი, 1870) — ფრანგი იმპრესიონისტი.
ფრედერიკ ბაზილი დაიბადა შეძლებული პროტესტანტული ბანკირის ოჯახში. ის პროფესიით ექიმი იყო, მაგრამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გუსტავ კურბეს ხელოვნებამ და მან გადაწყვიდა მხატვარი გამხდარიყო. 1862 წელს ის იწყებს სწავლას გლეირის სასწავლებელში, სადაც მან კლოდ მონე გაიცნო. ბაზილი ასევე კარგად მეგობრობდა პოლ სეზანთან, ალფრედ სისლეისა და ოგიუსტ რენუართან. ის პოზიორობდა მონეს ცნობილ სურათ „საუზმე მდელოზე“. ასევე ბაზილს ჰყავს გამოსახული მონე ტილოზე „იმპროვიზებული ჰოსპიტალი“.
ფრედერიკ ბაზილმა დიდი გავლენა განიცადა გუსტავ კურბეს, ეჟენ დე ლა კრუას, ჟან ბატისტ კამილ კოროსა და ედუარდ მანესი. მისი პორტრეტები გამოირჩევა კეთილშობილებითა და სულიერებით. განსაკუთრებული სიყვარულითაა შესრულებული რენუარის პორტრეტი (1867 წ.). ასევე აღსანიშნავია ტილო „ოჯახის წრეში“, სადაც მან მთელი თავისი ოჯახის წევრები შეკრიბა.
სურათ „სახელოსნო ლა კორდამინის 9-ში“ მხატვარმა გადმოსცა მეგობრული დამოკიდებულება. ტილოზე გამოსახულია მისი სახელოსნო, სადაც ის თავის მეგობრებთან ერთადაა; ერთი პიანინოზე უკრავს, დანარჩენი კი ალბათ ხელოვნებაზე საუბრობენ.
ფრედერიკ ბაზილმა მონაწილეობა მიიღო პრუსია-საფრანგეთის ომში, სადაც ის 1870 წელს დაიღუპა.
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რენუარის პორტრეტი, 1867 წ.
|