პოლ რაიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლ რაიანი
Paul Ryan
პოლ რაიანიPaul Ryan
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 ოქტომბერი, 2015 – დღემდე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1999 – დღემდე

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 2011 – 3 იანვარი, 2015

დაბადებული 29 იანვარი, 1970
ჯეინსვილი, ვისკონსინი
პოლიტიკური პარტია რესპუბლიკური პარტია
განათლება მაიამის უნივერსიტეტი
რელიგია კათოლიკე

პოლ დევის რაიანი (Paul Davis Ryan; დ. 29 იანვარი, 1970) — აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ვისკონსინის შტატიდან. რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატ მიტ რომნის მიერ დასახელებულ იქნა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[1][2] აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე 2011-2015 წლებში. 2015 წლის 29 ოქტომბერს აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად.

რაიანი დაიბადა და გაიზარდა ვისკონსინის შტატის ქალაქ ჯეინსვილში. დამთავრებული აქვს მაიამის უნივერსიტეტი ოჰაიოში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rucker, Philip, Balz, Dan. “Romney picks Paul Ryan as running mate“, The Washington Post, August 10, 2012. წაკითხვის თარიღი: 2012-08-11. 
  2. Mardell, Mark. “Republican Romney names Paul Ryan as running mate“, BBC News Online, August 11, 2012. წაკითხვის თარიღი: 2012-08-12. 
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: