პოლ ვიალარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პოლ ვიალარი
Vialar Harcourt 1948.jpg
დაბ. თარიღი 18 სექტემბერი 1898(1898-09-18)[1] [2]
დაბ. ადგილი სენ-დენი
გარდ. თარიღი 8 იანვარი 1996(1996-01-08)[1] [2] (97 წლის)
გარდ. ადგილი ვოკრესონი[3]
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი, დრამატურგი, საბავშვო მწერალი და პოეტი
ენა ფრანგული ენა[1]
მოქალაქეობა Flag of France.svg საფრანგეთი
ალმა-მატერი კომერციული კვლევების უმაღლესი სკოლა
Magnum opus Q3212423?
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, ფემინას პრემია და საბრძოლო ჯვარი 1914–1918

პოლ ვიალარი (ფრანგ. Paul Vialar; დ. 18 სექტემბერი, 1898 - გ. 8 იანვარი, 1996) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1898 წლის 18 სექტემბერს სენ-დენში. ლიტერატურას ხელი მოჰკიდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ: გამოაქვეყნა ლექსების კრებული და პიესები "პირველი სიყვარული" და "ადამიანები".

1939 წელს გამოსცა რომანი "ზღვის ვარდი", რომელმაც ფემინას ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. 1943 წელს დიდი წარმატება ხვდა წილად რომანს "დიდი მარეკი"; ამ რომანში ავტორმა ბუნებისა და ცხოველთა სამყაროს შესანიშნავ სურათებთან ერთად ფრანგული საზოგადოების ევოლუცია გვიჩვენა. თვითონ კარგი მონადირე შემდგომ რომანებში: "მონადირე", "გარეულ ცხოველთა რომანი" პირად განცდებსა და გამოცდილებას გვიხატავს. ათტომიან ციკლში "ნადირობა ადამიანებზე" ის ადამიანთა და ცხოველთა ბედის იდენტიფიკაციას ახდენს და თავის სოციოლოგიურ მრწამსს აყალიბებს. იგივე იდეაა გატარებული რვატომიან რომანში "სიკვდილი არის დასაწყისი". ვიალარის კალამს ეკუთვნის აგრეთვე "XX საუკუნის ფრანგული დასაწყისი". ბოლო პერიოდში ვიალარი პატარა რომანებს წერდა, როგორიცაა "მელიფტე ბიჭი", "სამყაროს სიჭაბუკე" და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  3. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #119032600 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.