პოლ ბოკიუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Paul Bocuse
პოლ ბოკუზი
Paul Bocuse2.jpg
Bocuse in Stavanger 2008
დაბადების თარიღი 11 თებერვალი, 1926
Collonges-au-Mont-d'Or, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 20 იანვარი, 2018 (91 წლის)
Collonges-au-Mont-d'Or, საფრანგეთი
მზადების სტილი Nouvelle cuisine
საიტი http://www.bocuse.fr/

პოლ ბოკუზი (ფრანგ. Paul Bocuse[pɔl bokyz] ( მოსმენა)) (დ. 11 თებერვალი, 1926 — გ. 20 იანვარი, 2018) — ფრანგი შეფ-მზარეული და რესტორატორი ლიონიდან, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული მზარეული, ცნობილი მაღალი ხარისხის რესტორნებითა და კულინარიისადმი ინოვაციური მიდგომით. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეფი, რომელიც ასოცირდება ნუველ კუიზინთან, მომზადების წესი დამახასიათებელი სიმარტივითა და ნაკლები კალორიულობით, განსხვავებით კლასიკური სამზარეულოსგან, და ხაზს უსვამს უმაღლესი ხარისხისა და უახლესი ინგრედიენტების მნიშვნელობას.

პოლ ბოკიუზის მტკიცებით ტერმინი "ნუველ კუიზინი" პირველად გამოიყენა ანრი გოლმა, ბოკიუზისა და სხვა უდიდესი შეფების მიერ 1969 წელს კონკორდის პირველ რეისზე მომზადებული საჭმელის აღწერისას.[1] 1975 წელს ელისეის სასახლეში პრეზიდენტის ვახშმისთვის მან მსოფლიოში განთქმული ტრუფელის სუპი ( ფრანგ. soupe aux truffes) მოამზადა. მას შემდეგ ეს სუპი ბოკიუზის ლიონის რესტორანში მზადება სახელით Soupe V.G.E., სადაც V.G.E. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დ'ესტენის ინიციალებია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. France on a Plate BBC ოთხის 2008 წლის 1 დეკემბრის ტელეგადაცემა