პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი
იერსახე

პოლონელი ებრაელების ისტორიის მუზეუმი (პოლ. Muzeum Historii Żydów Polskich) — პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი, რომელიც ეძღვნება პოლონეთში მცხოვრები ებრაელების ისტორიას. მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ ვარშავაში. იგი გაიხსნა 2013 წელს, ყოფილი ვარშავის გეტოს ადგილზე.
მუზეუმის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმის საძირკველში პირველი ქვა ჩადეს 2007 წელს. გახსნა კი შედგა 2013 წლის 19 აპრილს[1]ვარშავის გეტოს აჯანყების 70-ე წლისთავზე. მთავარი გამოფენა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა 2014 წლის ოქტომბერში[2]. შენობა, რომელიც აგებულია მინით, ბეტონით და სპილენძით პოსტმოდერნისტულ სტილში, დააპროექტეს ფინელმა არქიტექტორებმა რაინერ მაჰლამიოკიმ და ილმარი ლანდელმამ[3].
ვარშავაში დიდი მუზეუმის შექმნის იდეა დაიბადა 1995 წელს პოლონეთში მდებარე ებრაელთა ისტორიის ინსტიტუტში[4].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუზეუმის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2014-12-21 საიტზე Wayback Machine.
- Museum of the History of the Polish Jews at sztetl.org.pl
- The North American Council of the Museum დაარქივებული 2018-10-25 საიტზე Wayback Machine. at mhpjnac.org
- Read about museum at culture.pl
- «POLIN: A Light Unto the Nations», by David G. Roskies, Jewish Review of Books, 2015
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Kolejna budowa spóźniona. Czy jakaś powstanie na czas?“. Gazeta Wyborcza. April 2012.
- ↑ «About the Museum» დაარქივებული 2021-03-15 საიტზე Wayback Machine. , POLIN Museum of the History of Polish Jews, accessed December 18, 2014
- ↑ Polish, Jewish leaders break ground on landmark Jewish museum დაარქივებული 2007-09-10 საიტზე Wayback Machine. The Associated Press, June 26, 2007
- ↑ A.J. Goldmann, «Polish Museum Set To Open Spectacular Window on Jewish Past» The Jewish Daily Forward, April 01, 2013.