პოლიტოტდელსკოეს კონსტანტინესა და ელენეს ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლიტოტდელსკოეს კონსტანტინესა და ელენეს ტაძარი
პოლიტოტდელსკოეს კონსტანტინესა და ელენეს ტაძარი — რუსეთი
პოლიტოტდელსკოეს კონსტანტინესა და ელენეს ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა პოლიტოტდელსკოე
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1823
გარე სურათები
კონსტანტინესა და ელენეს ტაძარი

პოლიტოტდელსკოეს კონსტანტინესა და ელენეს ტაძარი (რუს. Константино-Еленинский храм) — მართლმადიდებლური ტაძარი მატვეევო-კურგანის რაიონის სოფელ პოლიტოტდელსკოეში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1823 წელს.

ეკლესიის მისამართი: 346977, რუსეთი, როსტოვის ოლქი, მატვეევო-კურგანის რაიონი, სოფელი პოლიტოტდელსკოე, გარდემანის ქუჩა № 25.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1823 წელს ადგილ მილოსტში (ამჟამად პოლიტოტდელსკოე) ააგეს კონსტანტინესა და ელენეს სახელობის ეკლესია. მისი კურთხევა შედგა 1825 წელს. ეკლესია აშენდა მემამულე შაბელსკის სახსრებით. ეს იყო ქვის, სამსაკურთხევლიანი ეკლესია, სკურთხევლები ნაკურთხი იყო მოციქულთასწორების კონსტანტინესა და ელენეს, ნიკოლოზ განმანათლებლისა და ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ეკლესიის მახლობლად ააგეს კელია და ბეღელი.

XX საუკუნის 30-იან წლებში ეკლესია ბოლომდე დაანგრიეს. დიდი ხნის განმავლობაში სოფელში ეკლესია არ იყო.

1990-იან წლებში სოფელში დაიწყო სასულიერო ცხოვრების აღორძინება. სოფლის ადმინისტრაციამ, მრევლის თხოვნით, ღვთისმსახურების აღსასრულებლად გამოყო 1997 წელს გარემონტებული სამლოცველო სახლი.

2005 წლამდე სამლოცველო სახლში ღვთისმსახურებას აღავლენდა 12 მღვდელი. მოგვიანებით ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა იერომონახი კირილე. 2005-2006 წლებში მრევლმა გაიფორმა სამლოცველო სახლი, სასოფლო აფთიაქის ყოფილი შენობა და მიმდებარე მიწა საკუთარებაში.

2007 წელს გაიმართა ტაძრის შენობის რემონტი, ხოლო ყოფილი აფთიაქის შენობაში გახსნეს საკვირაო სკოლა.

2008-2009 წლებში ტაძარს დაუყენეს ახალი კარები, გამოცვალეს ფანჯრები სამლოცველო სახლში და საკვირაო სკოლაში გაიყვანეს წყალი.

2010 წელს ტაძრისთვის იყიდეს პატარა სამრეკლო. 2011-2012 წლებში ააგეს ხის სამრეკლო. 2012 წელს სამლოცველო სახლის რემონტი კვლავ გაგრძელდა, დაიწყო საკვირაო სკოლის შენობის რემონტიც. 2013 წელს სოფლის ტერასაზე დადგეს ჯვარი და მიქაელ მთავარანგელოზის ხატი, მოაწყვეს ტაძრის გარშემო ტერიტორია.

ამჟამად პოლიტოტდელსკოეს კონსტანტინესა და ელენეს ტაძრის წინამძღვარია იერომონახი კირილ კირილოვი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]