პლატეის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პლატეას ბრძოლა)
პლატეის ბრძოლა
ბერძენ-სპარსელთა ომების ნაწილი

პლატეის ხეობის ხედი. 1829 წლის გრავიურა
თარიღი 9 სექტემბერი, ძვ. წ. 479
მდებარეობა პლატეა (ბეოტია), საბერძნეთი
შედეგი ბერძნების გამარჯვება
მხარეები
საბერძნეთი სპარსეთი
მეთაურები
პავსანია, არისტიდე მარდონიოსი
ძალები
110 000 350 000
დანაკარგები
159 (ჰეროდოტე)
1360 (პლუტარქე)
250 000 (ჰეროდოტე)
პლატეის ბრძოლა ვიკისაწყობში

პლატეის ბრძოლაძვ. წ. 479 წლის სექტემბერში სამხრეთ ბეოტიაში (პლატეა) ბრძოლა გაიმართა ბერძნებსა და სპარსელებს შორის. ბერძნებს პავსანია ხელმძღვანელობდა, სპარსელებს მარდონიოსი. ბერძნები მოხერხებულ თავდაცვით პოზიციებზე გამაგრდნენ და სპარსელები ვერ ბედავდნენ შეტევაზე გადასვლას. 26 სექტემბერს, ღამით, ბერძნებმა პლატეის მიმართულებით დაიხიეს. დილით სპარსელებს ეგონათ, რომ ბერძნები გარბოდნენ და სპარტელთაგან შემდგარ არიერგარდს შეუტიეს. სპარტელებმა უკუაგდეს შეტევა, შემდეგ საშველად მოსული ათენელებისა და სხვა მოკავშირეების დახმარებით დაამარცხეს მტერი. მარდონიოსი სასიკვდილოდ დაიჭრა და ბერძნებისგან დევნილი სპარსელები თავგზააბნეულები გაიქცნენ ჰელესპონტისკენ. პლატეასთან ბრძოლაში კიდევ ერთხელ დამტკიცდა ბერძენთა ფალანგის უპირატესობა მრავალრიცხოვან, მაგრამ არამწყობრ სპარსელთა ქვეით და ცხენოსან ჯარზე. პლატეასთან და მიკალესთან გამარჯვებამ საბერძნეთში და მცირე აზიის ბერძნული ქალაქები სპარსელებისაგან გაათავისუფლა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]