პლაზმოდესმები
იერსახე
მცენარეული უჯრედის კედლები დახვრეტილია არხებით, რომელთაც პლაზმოდესმები ეწოდება. პლაზმოდესმები ციტოპლაზმაში გადის და მეზობელი უჯრედების ქიმიურ გარემოს უკავშირდება. ეს დაკავშირება მცენარე უმეტესობას აერთიანებს ერთ ცოცხალ უწყვეტობად. მეზობელი უჯრედების პლაზმური მემბრანები თითოეული პლაზმოდესმის არხს შიგნიდან ამოფენენ და ასევე უწყვეტები არიან. წყალსა და მცირე ზომის გახსნილ ნივთიერებებს უჯრედიდან უჯრედში თავისუფლად გადასვლა შეუძლიათ.
თანამედროვე ექსპერიმენტებით ირკვევა, რომ გარკვეულ შემთხვევებში, სპეციფიკური ცილები და რნმ-ის მოლეკულებიც შეიძლება მოიქცნენ ასე. მეზობელ უჯრედებში ტრანსპორტირებადი მიკრომოლეკულები პლაზმოდესმებამდე ციტოჩონჩხის ბოჭკოების გასწვრივ მოძრაობით აღწევენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნილ კემპბელი, ჯეინ ბ. რისი, ბიოლოგია, VII გამოცემა, გვ. 153. თბ., 2009 წელი.