პიტერ დე ჰოხი
იერსახე
პიტერ დე ჰოხი (ნიდერლ. ˈpitər də ɦoːx, de Hooch, de Hoogh; დ. 20 დეკემბერი, 1629, როტერდამი — გ. 24 მარტი, 1684, ამსტერდამი) — ნიდერლანდელი ფერმწერი.
1646-1649 წლებში სწავლობდა კ. ბერხემთან ჰარლემში. 1654 წლიდან მუშაობდა დელფტში, ხოლო 1655 წლიდან როგორც ოსტატი. 1660-იან წლებში მუშაობდა ამსტერდამში. განიცადა ფ. ჰალსის წრის ჰარლემის ჟანრისტ მხატვართა, მოგვიანებით ი. ვერმეერისა და კ. ფაბრიციუსის გავლენა. ასახავდა ბიურგერთა ყოფას, იტაცებდა ოჯახური გარემოს (უმთავრესად დიასახლისის ფუსფუსის) გადმოცემა. ხატავდა ინტერიერებსა და პატარ-პატარა ეზოებს, გვიანდელ ნამუშევრებში ჭარბობს სახეთა გარეგანი ეფექტები, პოეტურობა, თბილი, ოქროსფერი კოლორიტი.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 692.