პიროფობია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

პიროფობია (ძვ. ბერძნ. πῦρ — ცეცხლი; φόβος — შიში) — ცეცხლის გაჩენის ავადმყოფური შიში. გარკვეულწილად ხანძრის შიში ნორმალურია, თუმცა პიროფობიის დროს შიში ბევრად უფრო მძაფრია და გამოიხატება ოდნავი და კონტროლირებადი ცეცხლის არანორმალური შიშით.

სიმპტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიროფობიით დაავადებულ პიროვნებას ცეცხლის დანახვისას ხშირად ახასიათებს თავბრუსხვევა, ჰაერის უკმარისობა, გულისრევა, პირის გამოშრობა, კანკალი და არარეგულარული გულისცემა. ასევე პიროფობიის სიმპტომია თავს გრძნობდე, როგორც ხაფანგში მომწყვდეული.[1][2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]