პიროპკაზმასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პიროპკაზმასებრნი (ლათ. Piroplasmidae), ბაბეზიიდები (ლათ. Babesiidae) — უმარტივესთა ოჯახი. გამრავლების ხერხის მიხედვით მიაკუთვნებენ სპოროვნებს ან სარკოდინებს. პარაზიტობენ ჩლიქოსნების, ძაღლების, ვირთაგვებისა და სხვათა ერითროციტებში. პიროპკაზმასებრთა გადამტანია ტკიპები, რომელთა სხეულში პიროპკაზმასებრნი სისხლთან ერთად ხვდება, მრავლდება და იჭრება კვერცხუჯრედებში, რომელთა მეშვეობითაც შემდეგ თაობებს გადაეცემა. პიროპკაზმასებრთა ოჯახს განეკუთვნება ბაბეზიას, ბაბეზიელას (ლათ. Babesiella) და ნუტალიას (ლათ. Nuttalia) გვარები, რომელთა წარმომადგენლები იწვევენ პიროპლახმიდოზებს, ბაბეზიოზებს, ნუტალიოზებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]