შინაარსზე გადასვლა

ბაბეზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Babiesa spp.

ბაბეზია (ლათ. Babesia), ან პიროპლაზმა (Piroplasma) — უმარტივეს ცხოველთა გვარი სარკოდინების კლასისა. სახელი დაერქვა (1893) რუმინელი მეცნიერის ვ. ბაბეშერის (V. Babeş) პატივისაცემად, რომელმაც პარაზიტები პირველად მსხვილი რქოსანი საქონლის სისხლში აღმოაჩინა (1888). ბაბეზია ცხვრის , თხის, ღორის, ცხენის, ძაღლის, მსხვილ რქოსანი საქონლის და სხვა სისხლის პარაზიტია და იწვევს მძიმე დაავადებას - ბაბეზიოზს. ძუძუმწოვართა სისხლში ბაბეზია უსქესოდ მრავლდება - იყოფა 2-4 ინდივიდად. დაავადება გადააქვს ტკიპას, რომლის ნაწლავის სანათურსა ან უჯრედებში ბაბეზია უკვე სქესობრივად მრავლდება. წარმოქმნილი ფორმები გადადის ტკიპის კვერცხუჯრედში. ტკიპის ასეთი კვერცხიდან იჩეკება დასნებოვნებული ლარვები, რომელთა ყველა ორგანო და სანერწყვე ჯირკვლები შეიცავს ბაბეზიას. სისხლის წოვის დროს ტკიპის ნერწყვთან ერთად ცხოველის სისხლში ხვდებიან ბაბეზიები, რომლებიც ერითროციტებში იჭრებიან. საქართველოში გვხვდება Piroplasma bigeminum, Piroplasma suis, Piroplasma caballis, Piroplasma canis და სხვა.