შინაარსზე გადასვლა

პირი (გრამატიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პირიგრამატიკული კატეგორია, რომელიც ყველა ენაში პირის ნაცვალსახელის სახითაა წარმოდგენილი. თუმცა არაერთ ენაში წარმოადგენს ზმნის ერთ-ერთ ფორმალურ (მორფოლოგიურ) ნაწილს .

პრინციპულად ყველა ენობრივი სიტუაციისთვის დამახასიათებელია მთქმელი, ანუ ინფორმაციის გამგზავნი I პირის სახით, რომელსაც თავისი ადრესატი, ანუ ინფორმაციის მიმღები ჰყავს II პირის სახით და რაიმე, ან ვინმე, რომელზეც ან ვინმეზეცაა საუბარი III პირი სახით.

I და II პირის ნაცვალსახელები და მათი ფორმაწარმოების თავისებურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე და ჩვენ I პირის ნაცვალსახელებია, შენ და თქვენ _ II პირისა. მე-ს უწოდებს კაცი თავის თავს, ხოლო ჩვენ სიტყვით იგი თავის თავთან ერთად სხვასაც (ან სხვებსაც) გულისხმობს. შენ ნაცვალსახელით მივმართავთ ერთ პირს, თქვენ ფორმით კი _ რამდენიმეს (ორს ან მეტს). (თავაზიანი მიმართვისას ერთ პირსაც თქვენობით მივმართავთ).

I და II პირის ნაცვალსახელები ბრუნვათა მიხედვით არ იცვლება, ოღონდ მე-ს ნათესაობითის მნიშვნელობით ჩემ ენაცვლება (თანდებულის დართვით: ჩემთვის, ჩემგან), ხოლო შენ და თქვენ ნაცვალსახელებს წოდებითში დასმულ სიტყვასთან ეკვეცებათ ნ: შე დალოცვილო, თქვე დალოცვილებო.

ქართულ პირის ნაცვალსახელთა ბრუნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბრუნვაპირველი პირი, მხ. რიცხვიმეორე პირი, მხ. რიცხვიIIპირველი პირი, მხ. რიცხვიმეორე პირი, მხ. რიცხვი
სახელობითიმეშენჩვენთქვენ
მოთხრობითიმეშენჩვენთქვენ
მიცემითიმეშენჩვენთქვენ
ნათესაობითი* ჩემ-* შენ-* ჩვენ-* თქვენ-
მოქმედებითი
ვითარებითი
წოდებითიშენ, * შეთქვენ, *თქვე


პირის ნაცვალსახელები ნათესაობითის მნიშვნელობით მხოლოდ თანდებულით იხმარება: ჩემთვის, ჩემგან, ჩემკენ, ჩემ მიერ, ჩვენთვის, ჩვენგან, ჩვენკენ, ჩვენ მიერ; შენთვის, შენგან, შენკენ, შენ მიერ; თქვენთვის, თქვენგან, თქვენკენ, თქვენ მიერ.

სტრუქტურა: გერმანული ენის მაგალითზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზმნა ‘სიყვარული’ (უყვარს), მიყვარს და ა.შ.. = პირველი პირი (სუბიექტი) + მესამე პირი (ობიექტი).

მხოლობითი რიცხვი
  • 1. პირი ich liebe ihn, (sie es. sie) მე მიყვარს ის, ისინი.
  • 2. პირი du liebst ihn, (sie es. sie) შენ გიყვარს ის, ისინი.
  • 3. პირი er (sie, es) liebt ihn (sie, es. sie) მას უყვარს ის, ისინი.
მრავლობითი რიცხვი
  • 1. პირი wir lieben ihn (sie, es. sie) ჩვენ გვიყვარს ის, ისინი.
  • 2. პირი ihr liebt ihn, (sie es. sie) თქვენ გიყვართ ის, ისინი.
  • 3. პირი sie lieben ihn, sie (es. sie) მათ უყვართ ის, ისინი.

პოლიპერსონალური ზმნები, ენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუაჰილი ენის მაგალითზე მაჩვენებია, რომ ზმნას შეუძლია არამარტო სუბიექტის პირი გამოხატოს, არამედ ობიექტი პირიც.

მხოლობითი რიცხვი
  • mimi ninakupenda (სუბიექტი 1. პირი, ობიექტი 2. პირი, ანუ „მე შენ მიყვარხარ“)
  • mimi ninampenda (სუბიექტი 1. პირი, ობიექტი 3. პირი, ანუ „მე ის მიყვარს“)
  • wewe unanipenda (სუბიექტი 2. პირი, ობიექტი 1. პირი, ანუ „შენ მე გიყვარხარ“)
  • wewe unampenda (სუბიექტი 2. პირი, ობიექტი 3. პირი, ანუ „შენ ის გიყვარს“)
  • yeye ananipenda (სუბიექტი 3. პირი, ობიექტი 1. პირი, ანუ „მას მე ვუყვარვარ“)
  • yeye anakupenda (სუბიექტი 3. პირი, ობიექტი 2. პირი, ანუ „მას შენ უყვარხარ“)
  • yeye anampenda (სუბიექტი 3. პირი, ობიექტი 3. პირი, ანუ „მას ის უყვარს“)
მრავლობითი რიცხვი
  • sisi tunawapenda (სუბიექტი 1. პირი, ობიექტი 2./3. პირი, ანუ „ჩვენ თქვენ/ისინი გვიყვარხართ“)
  • ninyi mnatupenda (სუბიექტი 2. პირი, ობიექტი 1. პირი, ანუ „თქვენ ჩვენ გიყვარხართ“)
  • ninyi mnawapenda (სუბიექტი 2. პირი, ობიექტი 3. პირი, ანუ „თქვენ ისინი გიყვართ“)
  • wao wanatupenda (სუბიექტი 3. პირი, ობიექტი 1. პირი, ანუ „მათ ჩვენ ვუყვარვართ“)
  • wao wanawapenda (სუბიექტი 3. პირი, ობიექტი 2./3. პირი, ანუ „მათ თქვენ უყვარხართ“)

ზმნა სუაჰილი ენაში უღლებისას არათუ ზმნის ბოლოს დაირთავს რაიმე ნიშანს, არამედ ზმნის თავში. გრამატიკულ სქესს სუაჰილი არ იცნობს.