პირიმზის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პირიმზის საყდარი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანის ჩრდილო-დასავლეთით 1 -1,5 კილომეტრზე, ტყიანი მთის სამხრეთ კალთაზე. სავარაუდოდ განეკუთნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,45X3,35 მეტრი), უაფსიდო. ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშა ქვის ნატეხი ქვით წყობა ქაოსურია, ტლანქი. შენობის შიგნითა კედლები მთლიანად რიყის ქვითაა ამოყვანილი და შებათქაშებული ყოფილა. გარე კედლები კი, ძირითადად ნატეხი ქვითაა, წყობაში აქა-იქ რიყის ქვაცაა ჩართული. ძეგლი ძლიერაა დაზიანებული: ჩამონგრეულია კამარა, თითქმის მთლიანადაა დანგრეული ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლო. ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა (შემორჩენილია დასავლეთ წირთხლი და მასზე დაყრდნობილი თავის ორი ქვა). აღმოსავლეთ კედლის ღერძზე ნატეხი ქვით გამოყვანილი თარაზულად გადახურული, ვიწრო სარკმელია, რომელიც ზემოთკენ სწორხაზოვნად ვიწროვდება, ჩრდილოეთ კედლის შუაში მცირეზომის ოთხკუთხა ნიშაა. შიგნით ეკლესია გადახურული იყო ნახევარცილინდრული ფორმის ერთიანი კამარით, რომლის ანაბეჭდი დასავლეთ კედელზეა შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]