პირველი მსოფლიო ომის გმირების მემორიალი (აზოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირველი მსოფლიო ომის გმირების მემორიალი
Памятник героям Первой мировой войны
კოორდინატები 47°05′25″N 39°28′10″E / 47.0902° ჩ. გ. 39.4694° ა. გ. / 47.0902; 39.4694
მდებარეობა აზოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია
არქიტექტორი ა. დემენტიევი
მასალა ბრინჯაო
სიმაღლე 2,5 მ
დაწყების თარიღი 2012
დასრულების თარიღი 2014

პირველი მსოფლიო ომის გმირების მემორიალი (რუს. Памятник героям Первой мировой войны) — ერთ-ერთი მონუმენტი ქალაქ აზოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი ეძღვნება რუსეთის საიმპერატორო არმიის იმ მებრძოლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პირველი მსოფლიო ომის საომარ ოპერაციებში. ძეგლი დადგეს 2014 წელს. მდებარეობს პეტროვსკის ბულვარში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) ბრძოლის ველზე დონის მიწიდან მონაწილეობა მიიღო 125 ათასმა კაზაკმა, სამოცმა ცხენოსანმა პოლკმა, 33-მა ცხენოსანმა ბატარეამ, ექვსმა პლასტუნკის ბატალიონმა, ხუთმა სათადარიგო პოლკმა და სამმა სათადარიგო ბატარეამ. დონელები მონაწილეობდნენ უმეტეს საომარ ოპერაციებში.

2014 წელს რუსეთში აღნიშნეს პირველი მსოფლიო ომის დაწყების 100 წლისთავი. რუსეთი ამ ომში მონაწილეობდა ანტანტის მხარეს. მისი არმია იბრძოდა აღმოსავლეთის ფრონტზე.

ქალაქ აზოვში ძეგლზე მუშაობა დაიწყო 2012 წელს. ძეგლი ჩამოასხეს 2014 წლის თებერვალში. ძეგლის გახსნა მოხდა 2014 წლის 30 ივლისს. გარდა აზოვისა „დავიწყებული ომის“ გმირების მემორიალი დადგეს დონის როსტოვში, შახტიში, ნოვოჩერკასკში, ბატაისკში და სხვა დასახლებულ პუნქტებში[1].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი წარმოადგენს ფეხზე მდგომი კაზაკის გამოსახულებას, რომელიც რუსი ჯარისკაცების გმირული მიღწევების სიმბოლოს წარმოადგენს, ჯარისკაცის უკან დგას გეორგიევსკის ჯვარი. მარჯვენა ხელში კაზაკს უჭირავს ხმალი, ხოლო მარცხენაში — ხმლის ქარქაში. მგლოვიარე პოზაში მდგომი კაზაკი შეესაბამება პირველი მსოფლიო ომის შედეგებს. ძეგლი დგას გრანიტის წითელ კვარცხლბეკზე. მისი მოქანდაკეა ა. მ. დემენტიევი.

ძეგლის სიმაღლეა 2,5 მეტრი, იგი ჩამოსხმულია ბრინჯაოსაგან. სამმეტრიანი გეორგიევსკის ჯვარი ჩამოსხმულია ბრინჯაოსა და ლატუნისაგან. კვარცხლბეკისათვის საჭირო გრანიტი მოიტანეს კარელიიდან და უკრაინიდან. ძეგლი დადგეს აზოვის ადგილობრივი მცხოვრებლების სახსრებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „На Дону открыли третий памятник героям Первой мировой войны - ИА REGNUM“. ИА REGNUM (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-01-25.