პიერ გამარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ გამარა
Pierre Gamarra Toulouse 1945, locaux du Patriote du Sud-Ouest.jpg
დაბ. თარიღი 10 ივლისი 1919(1919-07-10)[1][2]
დაბ. ადგილი ტულუზა[3]
გარდ. თარიღი 20 მაისი 2009(2009-05-20)[4][2] (89 წელი)
გარდ. ადგილი არჟანტეი
საქმიანობა პოეტი, მწერალი, ესეისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი და საბავშვო მწერალი
მოქალაქეობა Flag of France.svg საფრანგეთი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი და Charles Veillon prize in the French language
ხელმოწერა Pierre Gamarra Signature BW.jpg
Pierre Gamarra ვიკისაწყობში

პიერ გამარა (ფრანგ. Pierre Gamarra; დ. 10 ივლისი, 1919, ტულუზა - გ. 20 მაისი, 2009, არჟანტოი) - ფრანგი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიერ გამარა დაიბადა 1919 წელს ტულუზაში. სწავლის დასრულების შემდეგ დიდხანს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს "წინააღმდეგობის" მოძრაობაში ჩაება. ომის შემდეგ ჟურნალისტად მუშაობდა ჯერ ტულუზაში, ხოლო შემდეგ კი პარიზში, ჟურნალ "ევროპაში". 1947 წელს გამოსცა რომანი "ცეცხლოვანი სახლი", შემდეგ "ღარიბი ბავშვები", "სკოლის მასწავლებელი", "სიმონის ცოლი", "პირინეის რაფსოდია", "მკვლელს - გონკურის პრემია". ნოველების კრებულებიდან გამოირჩევა "ადამიანთა ხელები", "მეთუნის სიყვარული". გამარას გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებულებიც: "ციხე-სიმაგრე არასის სიმღერა", "სიყვარულის სიმღერა".

გამარას ნაწარმოებებში მოქმედება ძირითადად მშობლიური ლანგედოკის პეიზაჟების ფონზე იშლება. მწერალი დიდი სიყვარულით აღწერს სამხრეთის პატარა ქალაქებსა და მის მაცხოვრებლებს, გლეხების მძიმე ცხოვრებას. მისი გმირები უბრალო ადამიანები არიან.

გამარამ დაწერა შესანიშნავი, ჰუმანიზმით გაჟღენთილი პატარა ზღაპრები, რომლებიც ამაღლებულად უმღერიან სიყვარულს, თავისუფლებას, მეგობრობას და რომლებშიც გამოსჭვივის რწმენა ადამიანებისა და მათი მომავლისადმი.

გამარა გარდაიცვალა 2009 წლის 20 მაისს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Гамарра Пьер, Гамарра Пьер // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (1969–1978) შემოწმებული სექტემბერი 27 2015:
  2. 2.0 2.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  3. Гамарра Пьер, Гамарра Пьер // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (1969–1978) შემოწმებული სექტემბერი 28 2015:
  4. Record #142553743 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი შემოწმებული აპრილი 28 2014: