მანჯურია-კორეის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მანჯურია-კორეის მთები
პექტუსანი და ტიანჩის ტბა
პექტუსანი და ტიანჩის ტბა
კოორდინატები: 41°59′00″ ჩ. გ. 128°04′00″ ა. გ. / 41.98333° ჩ. გ. 128.06667° ა. გ. / 41.98333; 128.06667
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ჩრდილოეთ კორეის დროშა კსდრ
რუსეთის დროშა რუსეთი
უმაღლესი წერტილი პექტუსანი
სიმაღლე 2744 
სიგრძე 1000 კმ
სიგანე 500 კმ
მანჯურია-კორეის მთები — ჩინეთი
მანჯურია-კორეის მთები

მანჯურია-კორეის მთები — მთის სისტემა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთში. სიგრძე 1000 კმ-ზე მეტი, სიგანე 500 კმ-მდე. გადაჭიმულია უსურის ხეობიდან ლიაოდუნის ნახევარკუნძულამდე. სიმაღლეები 1-2 ათას მეტრამდე. მაქსიმალური სიმაღლე 2744 მ (ვულკანი პექტუსანი). უმთავრესად აგებულია გრანიტებით, მეტამორფული ფიქლებითა და კირქვებით. ჩრდილო-აღმოსავლეთით განვითარებულია პალეოზოური ნაოჭა სტრუქტურები, სამხრეთ-დასავლეთით — კამბრიულისწინა სტრუქტურები. კაინოზოურში ადგილი ჰქონდა რღვევებსა და ბაზალტური ლავის ამონთხევას, რის შედეგადაც წარმოიშვა პლატოები და ზეგნები. აღმოჩენილია ქვანახშირის, რკინის მადნის, ფერადი ლითონების საბადოები. ჰავა ზომიერი, მუსონურია. ზაფხული თბილი იცის, ზამთარი — ცივი. ატმოსფერული ნალექების მაქსიმუმი ზაფხულშია. მანჯურია-კორეის მთების ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებში გავრცელებულია წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი ტყეები; კალთების ქვედა ნაწილში — ბუჩქოვანი მცენარეულობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]