პეტრე ნასყიდაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე ნასყიდაშვილი
დაბადების თარიღი 27 ნოემბერი, 1928 (1928-11-27) (95 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

პეტრე ნასყიდაშვილი (დ. 27 ნოემბერი, 1928, ვალე — გ. 2014) — ქართველი მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1956), სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1976), პროფესორი (1977).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1952 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი; საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა სელექცია — მწთესლეობის სპეციალობით 1955 წელს.

1952–2006 წლებში იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასპირანტი, სელექცია — მეთესლეობის კათედრის ლაბორანტი, დოცენტი, აგრონომიული ფაკულტეტის დეკანი, გენეტიკისა და სელექცია — მეთესლეობის კათედრის გამგე და ამ კათედრის პროფესორი, პრორექტორი სასწავლო დარგში; 1995-2006 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სელექციური მიღწევების გამოცდისა და დაცვის კომისიის თავმჯდომარე, შემდეგ ინსპექციის უფროსი; 2007-2010 წლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგროტექნოლოგიის დეპარტამენტის მთავარი კონსულტანტი. 2008 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გენეტიკური რესურსების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი, აკადემიური დეპარტამენტის მთავარი ექსპერტი. 2005 წელს იუნესკოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოებამ დააჯილდოვა მედლით და პრემიით; საქართველოს ერის წინაშე გაწეული დიდი ღვაწლისთვის და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს სიგელით (2007); ხორბლის სელექციაში დიდი მიღწევებისთვის, ხორბლის და სიმინდის გაუმჯობესების ცენტრის (CIMMYT) მიერ დაჯილდოებულია დიპლომით და სამკერდე ნიშნით (2008); არჩეულ იქნა გორის სუხიშვილის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად (2008); მიენიჭა ლეონარდე დეკაპრელევიჩის აკადემიური სახელობითი პრემია (2011); ნიკილოზ ვავილოვის სახელობის მედალი (2012). გამოქვეყნებული აქვს 675-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ქართულ (501), რუსულ (140) და ინგლისურ (34) ენებზე, მათ შორის 15 მონოგრაფია, 16 სახელმძღვანელო, 23 მეთოდური მითითება და მეთოდური დამუშავება, 10-ზე მეტი ღონისძიება — რეკომენდაცია და 19 ჯიშისა და ჰიბრიდის ავტორი.

ორგანიზაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აგრარული განათლების საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი (2000-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1996-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1990-1996)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1996-2014)
  • ფაზისის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2003-)

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1997 — ღირსების ორდენი
  • 1990 — საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1987 — ახალციხის საპატიო მოქალაქე
  • 1985 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1980 — საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტრიტიკალე (ავტორი). თბ., საბჭ, საქართველო, 1986, გვ. 111
  • ხორბლის სელექციის გენეტიკური საფუძვლები. (ავტორი). თბ., 1985, გვ. 56
  • ტრიტიკალეს წარმოების ინტენსიფიკაციის გზები (ავტორი). თბ., სამეცნ.-კვლევ. ინ-ტი, 1984, გვ. 44

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.:ყიფიანი თ., (რედ.), გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2001, გვ. 202

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]