პეტრე არველაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეტრე იაკობის ძე არველაძე (დ. 1888, სოფ. ჭაგანი, ახლანდელი სამტრედიის რაიონი ― გ. 1919) — რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე ამიერკავკასიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1905-1907 წლებში ეწეოდა პარტიულ მუშაობას თბილისში. 1909 წელს აირჩიეს რსდმპ (ბ) თბილისის კომიტეტის წევრად. 1910 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ქ. ხარკოვში. I მსოფლიო ომის დროს არველაძე ეწეოდა პარტიულ მუშაობას სამხრეთ-დასავლეთ და თურქეთის ფრონტებზე. თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ ხელმძღვანელობდა ქ. ალექსანდროპოლის (ახლანდელი გიუმრი) ბოლშევიკური ორგანიზაციის მუშაობას. 1917 წელს მონაწილეობდა ქ. თბილისში კავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციებისI და კავკასიის არმიის II ყრილობების მუშაობაში. იყო ალექსანდროპოლის საბჭოს ჯარისკაცთა სექციის თავმჯდომარე. 1918 დამდეგს გაგზავნეს ბაქოში, სადაც იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის, იყო ბაქოს საკომსაბჭოს მდივანი. 1918-1919 წლებში მონაწილეობდა თეთრგვარდიელ კაზაკთა წინააღმდეგ ქ. ასტრახანის დაცვაში. იყო მე-11 არმიის ერთ-ერთი პოლკის კომისარი. დაიღუპა საბრძოლო პოსტზე.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]