ივან კორჩოკი
| ივან კორჩოკი | |
| სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 1 აპრილი, 2021 – 13 სექტემბერი, 2022 | |
| პრემიერ-მინისტრი | ედუარდ ჰეგერი |
| წინამორბედი | იაროსლავ ნადი |
| მემკვიდრე | რასტისლავ კაჩერი |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 8 აპრილი, 2020 – 25 მარტი, 2021 | |
| პრემიერ-მინისტრი | იგორ მატოვიჩი |
| წინამორბედი | რიჩარდ სულიკი |
| მემკვიდრე | იაროსლავ ნადი |
სლოვაკეთის ელჩი აშშ-ში | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 17 სექტემბერი, 2018 – 7 აპრილი, 2020 | |
| პრეზიდენტი | ანდრეი კისკა, ზუზანა ჩაპუტოვა |
| წინამორბედი | პეტერ კმეცი |
| მემკვიდრე | რადოვან იავროჩიკი |
სლოვაკეთის ელჩი გერმანიაში | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 2005 – 2009 | |
| პრეზიდენტი | ივან გაშპაროვიჩი |
| წინამორბედი | იან ფოლტინი |
| მემკვიდრე | იგორ სლობოდნიკი |
| დაბადებული | 4 აპრილი, 1964 ბანსკა-ბისტრიცა, ჩეხოსლოვაკია |
| მეუღლე | სონა |
| შვილები | 2 |
| განათლება | კომენსკის უნივერსიტეტი |
ივან კორჩოკი (სლოვაკ. Ivan Korčok; დ. 4 აპრილი, 1964, ბანსკა-ბისტრიცა, ჩეხოსლოვაკია[1]) — სლოვაკი პოლიტიკოსი და დიპლომატი. პარტია „თავისუფლება და სოლიდარობის“ (SaS) წევრი. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა და ევროპის საქმეთა მინისტრი 2020-2022 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1964 წლის 4 აპრილს ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში და აქვე მიიღო საშუალო განათლება. დაამთავრა კომენსკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი. ეკონომიკური უნივერსიტეტის კომერციული ფაკულტეტი ბრატისლავაში.
2005-2009 წლებში სლოვაკეთის ელჩია გერმანიაში.[1] 2009-2015 წლებში ევროკავშირში სლოვაკეთის მუდმივი წარმომადგენელია, 2018-2020 წლებში კი სლოვაკეთის ელჩია აშშ-ში.[2] სლოვაკეთის საგარეო საქმეთა და ევროპის საქმეთა მინისტრია 2020-2022 წლებში იგორ მატოვიჩის მთავრობაში. 2021 წლის 1 აპრილს იგივე თანამდებობა მიიღო ედუარდ ჰეგერის მთავრობაში.
2023 წლის აგვისტოში გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა 2024 წლის სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.[3]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Ivan Korčok. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 3 October 2020
- ↑ Prezidentka Slovenskej republiky | Vymenovania a odvolania sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-19. ციტირების თარიღი: 2024-03-24
- ↑ Mikušovič, Dušan. (2023-08-30) Ivan Korčok bude kandidovať za prezidenta, prieskumy mu dávajú šancu poraziť Fica sk-SK. ციტირების თარიღი: 2023-08-30