პერუშინ-გავიხის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პერუშინ-გავიხის სახლი
რუს. Дом Перушиной-Гавиха
კოორდინატები 47°12′58″N 38°55′39″E / 47.216098° ჩ. გ. 38.927612° ა. გ. / 47.216098; 38.927612
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი XIX საუკუნის შუა წლები

პერუშინ-გავიხის სახლი (რუს. Дом Перушиной-Гавиха) — სამსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი. სახლი აგებულია XIX საუკუნის შუა წლებში. სახლი 2002 წლის 31 დეკემბრის № 124 დადგენილების მიხედვით არის რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

მისამართი: ტაგანროგი, პეტროვსკის ქუჩა № 79, 81.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაგანროგისათვის არატიპიური სახლი ადრე ორ ნაწილად იყო გაყოფილი, მდებარეობდა პეტროვსკის ქუჩა ნომერ 79 და 81-ში. სახლი აგებულია XIX საუკუნის 70-იან წლებში.

მარცხენა ორსართულიანი ნაწილი ააგეს 1871 წელს მეორე გილდიის ვაჭრის ქვრივის მატრენ ბატაშევას სახსრებით. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქვრივი ქალი განაგრძობდა ქმრის კომერციულ საქმიანობას - ვაჭრობდა შაქრით. მის მიერ აშენებული ორსართულიანი სახლი გამოირჩეოდა დახვეწილი არქიტექტურით. მეორე სარტულზე შენობას ჰქონდა შვიდი ფანჯარა. მის მარცხენა ნაწილში იყო მთავარი შესასვლელი, რომელიც თაღში იყო მოქცეული.

მშენებლობის დასრულების შემდეგ პერუშინის მარცხენა ნაწილში განთავსდა სასტუმრო „დონი“, სახლის სარდაფში განთავსდა წიგნის მაღაზია და ლინიცკის ბიბლიოთეკა.

სახლის მარჯვენა ნაწილში, გავიხის ყოფილ სახლში ამჟამად განთავსებუია სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. XIX საუკუნის ბოლოს აქ განთავსებული იყო სასტუმრო „საფრანგეთი“. შენობის ქვედა ნაწილი რუსტირებულია. მთავარი შესასვლელის თავზე აივნებია. ამ სასტუმროში 1894 და 1898 წლებში ტაგანროგში ვიზიტისას სტუმრობდა ანტონ ჩეხოვი.

XX საუკუნის დასაწყისში პირველი გილდიის ვაჭრის ოტო გავიხის (1853-1911 წწ.) მეთვალყურეობით სასტუმრო „საფრანგეთის“ ადგილზე გაიხსნა კომფორტული სასტუმრო „Европейская“. 1911 წლის 2 აპრილს სწორედ აქ მოიკლა თავი სახლის მეპატრონემ.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში შენობაში ლაზარეთი იყო გახსნილი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გავიხის სახლში ბინა იქირავა ისტორიისა და გეოგრაფიის მაწავლებელმა დიმიტრი დრობიაზგომ. სამოქალაქო ომის დროს კი აქ განთავსებული იყო თეთრგვარდიელების შტაბი. მოგვიანებით სახლი დაიკავა რევკომმა, ხოლო 1918 წელს გერმანელების ოკუპაციის პერიოდში - გერმანულმა კომენდატურამ. გერმანელების წასვლის შემდეგ შენობაში განთავსდა ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიის შტაბი. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ შენობა რკინიგზელთა საბავშვო ბაღმა დაიკავა. 1928-1941 წლებში შენობაში მოქმედებდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი (ნკვდ).

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერუშინისა და გავიხის სახლები გააერთიანეს ერთ სახლად და მასში განათავსეს საზღვაო საავიაციიო სასწავლებელი. მოგვიანებით გაერთიანებულ შენობებს დაადგეს მესამე სართულიც.

ამჟამად სახლის მარცხენა ნაწილში განთავსებულია „როსტოვის სამოქალაქო პროექტი“ და „სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ცენტრი“, ხოლო მარჯვენა ნაწილში კალმიკოვის სახელობის რადიოტექნიკური უნივერსიტეტის მიკროპროცესორული სისტემის კათედრა. სარდაფში მოქმედებს კაფე „რუსული ჩაი“.

კედელზე განთავსებულია მემორიალური დაფა, რომელიც გვაუწყებს 1928-1941 წლებში შენობაში ნკვდ-ს მოღვაწების შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гаврюшкин О. П. Вдоль по Питерской (хроника обывательской жизни). Таганрог, 2000

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]