პერსონაჟი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|პერსონაჟი}} |
პერსონაჟი (ფრანგ. personnage < ლათ. persona - თეატრალური ნიღაბი, როლი, პიროვნება) — ეპიკური, დრამატული და ლირიკულ-ეპიკური ჟანრის თხზულებათა მოქმედი პირი. ლირიკაში, სადაც პოეტის სუბიექტური განცდებია გამოხატული, პერსონაჟს ცვლის ლირიკული გმირი. „პერსონაჟი“, როგორც მოქმედების სუბიექტის აღმნიშვნელი ტერმინი, უპირისპირდება „ლირიკული გმირის“ ცნებას, რომელიც განცდის სუბიექტს აღნიშნავს. პერსონაჟი უმთავრესად ადამიანია. მაგრამ, ადამიანის გარდა, მხატვრულ ნაწარმოებებში მოქმედ პირებად ხშირად ვხვდებით ბუნების მოვლენებსა და საგნებს, მცენარეებსა და ცხოველებს, რომელთაც გარკვეული ადამიანური თვისებები მიეწერება. თავისი ფუნქციის მიხედვით პერსონაჟი შეიძლება იყოს მთავარი და მეორეხარისხოვანი. როგორც ზოგადი, გვარეობითი ცნება, პერსონაჟი მოიცავს კერძოობით დეფინიციებს: გმირი, ხასიათი, ტიპი.