პემბა (კუნძული)
მშობ. სახელი: Pemba | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 05°13′00″ ს. გ. 39°44′00″ ა. გ. / 5.21667° ს. გ. 39.73333° ა. გ. |
ფართობი | 984 კმ² |
სიგრძე | 67 კმ |
სიგანე | 22 კმ |
უმაღლესი წერტილი | 50 მ |
ავტონომია | ზანზიბარი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 406 848 (2012) |
სიმჭიდროვე | 413,46 ად. /კმ² |
პემბა (სუაჰ. Pemba, ინგლ. Pemba) — მარჯნის კუნძული აღმოსავლეთ აფრიკაში, სამხრეთის განედის 4°50' და 5°30' შორის 50 კმ-ით ჩრდილოეთით კუნძულ ზანზიბარიდან. მატერიკიდან გამოყოფილია პემბის სრუტით. ეკუთვნის ტანზანიას, სადაც 1964 წელს კუნძულ ზანზიბართან ერთად შევიდა ზანზიბარის შემადგენლობაში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიგრძე — 67 კმ, სიგანე — 22 კმ, სიმაღლე — 50 მეტრამდე. ფართობი — 984 კმ².
კლიმატი ეკვატორულ-მუსონური. ნალექები 1000 მმ-მდე წელიწადში.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1988 წელს კუნძულ პემბაზე ცხოვრობდა 265 ათასი ადამიანი. 2012 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 406 848 ადამიანს.[1] მოსახლეობას შორის ძლიერია ადგილობრივი ტრადიციული აფრიკული წეს-ჩვეულებები (ექიმბაშობა, ანიმიზმი). ძირითადი ქალაქია — ჩაკე-ჩაკე.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული პემბა იყოფა 2 რაიონად[1]:
№ | ოლქი (მკოა) | სუაჰილი | ინგლისური | ადმ. ცენტრი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა , ად. (2012) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ჩრდილოეთი პემბა | Kaskazini Pemba | Pemba North | ვეტე | 574 | 211 732 | 368,87 |
2 | სამხრეთი პემბა | Kusini Pemba | Pemba South | მკოანი | 332 | 195 116 | 587,70 |
კუნძული პემბა | Pemba | Pemba Island | ჩაკე-ჩაკე | 906 | 406 848 | 449,06 |
თავის მხრივ, თითოეული ოლქი იყოფა 2 რაიონად. ანუ, სულ კუნძულზე 4 რაიონია[1]:
- მიჩევენი (Micheweni) — ჩრდილოეთი პემბის ჩრდილოეთი (103 816 ადამიანი, 2012),
- ვეტე (Wete) — ჩრდილოეთი პემბის სამხრეთი (107 916 ადამიანი, 2012),
- ჩაკე-ჩაკე (Chake Chake) — სამხრეთი პემბის ჩრდილოეთი (97 249 ადამიანი, 2012),
- მკოანი (Mkoani) — სამხრეთი პემბის სამხრეთი (97 867 ადამიანი, 2012).
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის ნაყოფიერი ნიადაგი ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას (უპირველეს ყოვლისა, ბრინჯი და პარკოსნები). კუნძულზე იზრდება არანაკლებ სამი მილიონი მიხაკის ხე. ასევე მოჰყავთ ინდური მანგო და ქოქოსის პალმა.
განვითარებულია წყალქვეშა ტურიზმი. გვხვდება შუასაუკუნეების ნაგებობათა ნანგრევები. არსებობს ადგილობრივი ავიახაზების აეროპორტი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Population Distribution by Administrative Units, United Republic of Tanzania, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-02. ციტირების თარიღი: 2015-06-22.