პელმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პელმენი არაჟანთან ერთად

პელმენი (რუსულად пельме́ни(პელმენი)-მრავლოფითი ფორმა, пельмень (პელმენ) მხოლობითი) დამფლინგია რუსული სამზარეულოდან, რომელიც თხელ, უსაფუარო ცომში გახვეულ შოგთავსს წარმოადგენს.

წარმოშობის ზუსტი ადგილი სადავოა. ზოგი მიიჩნევს, რომ ის ურალის მთების მიმდებარედ წარმოიქმნა, ზოგი კი ფიქრობს რომ კერძი ციმბირული წარმოშობისაა. [1] პელმენს ხშირად რუსული სამზარეულოს გულს უწოდებენ.

ინგრედიენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პელმენის ცომი ფქვილისა და წყლისგან შედგება. იშვიათ შემთხვევებში ემატება კვერცხის გული. [2]

შიგთავსი შეიძლება წარმოადგენდეს გახეხილ ხორცს (ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი, საქონლის ხორცი, თევზი ან ნებისმიერი სხვა სახის ხორცი. ხორციანი შიგთავსი მეტწილად ცივი რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი) ან სოკო. პოპულარულია სხვადასხვა სახის ხორცის ერთმანეთში შერევაც. უდმურტეთში წარმოდგენილი რეცეპტის მიხედვით ხორცის განაწილება ასეთია: 45% საქონლის ხორცი, 35% ცხვრის ხორცი და 20% ღორის ხორცი.[3] ის შეიცავს სხვადასხვა სახის სანელებლებს, როგორებიცაა: შავი პილპილი, დაჭრილი ხახვი და ნიორი. უმეტეს შემთხვევაში მას ატანენ მაიონეზს, არაჟანს, წითელ ხახვს ან ძმარს, რაც რეგიონების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება.

Russian Cuisine IMG 2886.JPG

ზოგჯერ უმატებენ მცირე რაოდენობით კომბოსტოს, პომინდორს და პირშუშხას პირდაპირ შიგთავსში, რაც რა თქმა უნდა, რეგიონების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება.

ტემპერატურა და ტენიანობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცომის კონსისტენციასა და სტაბილურობაზე.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი, მსგავსი სტილის კერძი პირველად ძველ ბერძნულადაა მოხსენიებული, მაგრამ, როგორც ჩანს, პელმენის წარმოშობის ადგილს ურალის რეგიონი წარმოადგენს. სიტყვა პელნან (пельнянь) სიტყვა- სიტყვით ითარგმნება, როგორც ,,ყურის პური" ფინურ-უნგრული ენებიდან, კომიდან და უდმურტულიდან. [4] გაუგებარია როდის გაჩნდა პელმენი ძველი ციმბირული ხალხების სამზარეულოში და როგორ დაიმკვიდრა თავი რუსულ სამზარეულში. ერთი თეორიის თანახმად, პელმენი, ან უბრალოდ მოხარშული, შიგთავსიანი ცომის ბურთულები ციმბირული წარმოშობისაა, რომელიც ჩინურ ჯიაოზზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა. სხვა თეორიის თანახმად, პელმენი ციმბირში მონღოლებმა შეიტანეს, საიდანაც აღმოსავლეთ ევროპამდე გავრცელდა. პელმენი განსაკუთრებით პოპულარული გახდა რუსი მონადირეების საკვებად.[5]

პელმენი სხვადასხვა სახის სოუსებთან ერთად

პელმენი ძალიან კარგი საშუალებაა ციმბირის ცივ დღეებში ხორცის მიღებისთვის. ხალხს ზამთრის ცივ დღეებში ცხოველური საკვების მიღება ძალიან სჭირდება. ურალური წარმოშობის მიუხედავად, პელმენზე დიდი გავლენა მოახდინა ციმბირულმა ტრადიციებმა.

განსხვავებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პელმენი შიგთავსიანი ცომეულის კერძების წარმომადგენელია. ის დაკავშირებულია პოლონურ პიეროგთან და უკრაინულ ვარენიკისთან. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ტერმინი პიეროგი ხშირად გამოიყენება ყველა აღმოსავლეთ ევროპილი დამფლინგის აღსანიშნავად, მიუხედავად მისი ზომის, ფორმისა და შიგთავსისა. პელმენი ასევე ჰგავს მონღოლურ ბანშს, ჩინურ ჯიოზს და ჩინურ ჰუნდუნს. ისინი თურქული და ყაზახური მანტის, ნეპალური და ტიბეტური მომოს, უიგურ და უზბეკურ ჩუჩვარას, კორეულ მანდუს, იაპონურ გიოზას და იტალიური ტორტელინისა და რავიოლის ბიძაშვილები არიან. ის რაღაცით ჰგავს ემპანადას, რომელიც მოხარშული ან შემწვარი მსგავსი სტილის ცომეულია ესპანური გავლენის ქვეყნებში. 340

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე რუსულ და უკრაინულ კულტურაში, ასევე ბალტიის პირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში მაღაზიებში გაყინული ფორმის პელმენები იყიდება, რომელიც ძალიან მოსახერხებელ პროდუქტს წარმოადგენს სტუდენტების ცხოვრებაში, რადგან მისი მომზადება მარტივად და სწრაფად ხდება. [6] სახლში დამზადებული პელმენი ითვლება, როგორც ჯანსაღი და ნატურალური.

პელმენის მომზადების პროცესი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Pelmeni, Siberian Meat Dumplings | Food Perestroika". Food Perestroika. 2017-06-24. Retrieved 2018-10-03.
  2. Step-by-step instructions for preparation of pelmeni, with photographs (in Russian)
  3. Recipe for Ural pelmeni on pelemeni.ru (in Russian)
  4. Vasmer, Max (1986–1987) [1950–1958]."пельмень" . In Trubachyov, O. N.; Larin, B. O. (eds.). Этимологический словарь русского языка [Russisches etymologisches Wörterbuch] (in Russian) (2nd ed.). Moscow: Progress.
  5. http://russiapedia.rt.com/of-russian-origin/pelmeni/
  6. Pelmeni from SRAS – School of Russian and Asian Studies, California დაარქივებული 2009-08-06 საიტზე Wayback Machine. .