რავიოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რავიოლი

რავიოლი (იტალიური გამოთქმა: [raˈvjɔːli]; მხოლობითი: raviolo) - პასტას (ქართულად ნიშნავს ცომს; ძირითადად გამოიყენება მაკარონის ცომის დასახასიათებლად) ერთ-ერთი სახეობა.

რავიოლი წარმოადგენს პასტას თხელ ცომს, რომელშიც ხშირად სხვადასხვა ინგრედიენტებით ავსებენ. ძირითადად, მიირთმევენ რამე სოუსთან ან ბულიონთან ერთად და ის ტრადიციული იტალიური სამზარეულოს მნიშვნელოვანი ნაწილია. რავიოლების უმრავლესობა საკმაოდ პატარაა(პელმენის ზომის) და კვადრატის ფორმა აქვს, თუმცა შეიძლება სხვა ფორმებით გაკეთებაც, მაგალითად მრგვალი ან ნახევართვარის ფორმის (თუმცა ასეთ პასტას მეზელუნესაც უწოდებენ).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვენამდე მოღწეულია პრატოელი ვაჭრის, ფრანჩესკო დი მარკო დათინის პირადი წერილები, რომლებიც თარიღდება მე-14 საუკუნით და მათში პირველადაა მოხსენიებული რავიოლი[1]. ვენეციაში, მე-14 საუკუნის შუა საუკუნეების წიგნი, "Libro per cuoco" გვთავაზობს რავიოლის რეცეპტს, რომლის მიხედვითაც პასტას ცომი ივსებოდა მწვანე მცენარეებით, რომელთაც თქვეფდნენ კვერცხში, ყველით, ტკბილი და ძლიერი სანელებლებით[2]. რომში, რავიოლი უკვე კარგად იყო ცნობილი, როდესაც ბარტოლომეო სკაპიმ პაპ კონკლავს მიართვა ისინი, მოხარშულ ქათამთან ერთად.

რავიოლი ასევე გავრცელებული იყო მე-14 საუკუნის ინგლისში, რაც ჩანს ანგლო-ნორმანების ხელნაწერში "Forme of Cury"(ძველი ინგლისური რეცეპტების წიგნი) - სახელით rauioles[3]. შესაძლებელია, რომ სიცილიური რავიოლი და მალტური რავიული (ravjul) შეიძლება უფრო ძველი იყოს, ვიდრე ჩრდილოეთ იტალიური. მალტური რავიული ივსება ადგილობრივი ცხვრის რძით ან ყველით.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლში დამზადებული რავიოლი

ტრადიციულად, რავიოლი სახლში მზადდება. მისი შიგთავსი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ რეგიონში აკეთებენ მას. რომსა და ლაციუმში შიგთავსი შედგება რიკოტას ყველისგან, ისპანახისგან და შავი პილპილისგან. სარდინიაში, რავიოლი ივსება რიკოტათი და გახეხილი ლიმონის ქერქით.

ასევე ხდება თანამედროვე რავიოლების მასობრივი წარმოება.[4]

Მსოფლიოს გარშემო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპასა და შეერთებულ შტატებში, ახალშეფუთულ რავიოლს შენახვის ვადა რამდენიმე კვირა აქვს. დაკონსერვებული რავიოლი თავდაპირველად პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩნდა იტალიის არმიაში, მალევე კი, მისი გავრცელება მოხდა დიდ ბრიტანეთში და ევროპაში სხავადასხვა საკვების ბრენდების, მაგ. ჰაინცი და ბუიტონის დამსახურებით. რავიოლი შეერთებულ შტატებში შეფ ბოიარდმა გაავრცელა. დაკონსერვებული რავიოლი შეიძლება შეივსოს საქონლის ხორცით, დამუშავებული ყველით, ქათმის ხორცით ან იტალიური ძეხვით და მას მიირთმევენ პომიდვრის, პომიდვრის ხორცის ან პომიდვრის ყველის სოუსით. შემწვარი რავიოლი პირველად შეიქმნა მისურის შტატ სენტ-ლუისში და ის პოპულარული საუზმე და სასუსნავია.

რავიოლი ჩვეულებრივ გვხვდება ნიცეში და სამხრეთ საფრანგეთის რეგიონებში. შიგთავსით ერთმანეთისსგან ყველა ძალიან განსხვავდება, მაგრამ რეგიონისთვის ყველაზე დამახასიათებელია ნარჩენი ხორცის გამოყენება.

ხალომით (თხის და ცხვრის რძისგან დამზადებული ყველი) სავსე რავიოლი კვიპროსული სამზარეულოს ტრადიციული კერძია. ისინი მოხარშულია ქათმის ნახარშში, ზემოდან გახეხილ ხალომით და გამხმარი პიტნით[5].

სხვა კულტურებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთში რავიოლის მსგავსი კერძი მენტი საკმაოდ პოპულარული კერძია. იგი ივსება ხორცით, სანელებლებით და მიირთმევა წიწაკის სოუსისა და იოგურტის თანხლებით. ჩინეთშიც გვხვდება მსგავსი კერძები, მაგალითად ძიაოზი.

ინდოეთში ძალიან გავრცელებული კერძი, გუჯია, რავიოლის მსგავსია. გუჯია მზადდება ტკბილი, მშრალი ხილის, შაქრისა და ტკბილი სუნელების ნარევით, რომელთაც თავდაპირველად ზეთში წვავენ. ინდოეთის სხვადასხვა ნაწილში გამოიყენება სხვადასხვა შიგთავსი. განსაკუთრებით ხშირად მზადდება ადგილობრივ ფესტივალებზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Davidson Oxford Companion to Food, p. 655.
  2. Dickie Delizia, p. 55.
  3. Adamson Regional Cuisines, p. 25.
  4. Madehow.com, How Products are Made, "Pasta".
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-01. ციტირების თარიღი: 2020-09-16.