პელაგია შაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პელაგია შაინი
დაბ. თარიღი 19 აპრილი, 1894(1894-04-19)
დაბ. ადგილი პერმის მხარე
გარდ. თარიღი 27 აგვისტო, 1956(1956-08-27) (62 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ასტრონომი
მუშაობის ადგილი ყირიმის ასტროფიზიკური ობსერვატორია
ალმა-მატერი ბესტუჟევის კურსები
მეუღლე Grigory Abramovich Shajn
ჯილდოები ლენინის ორდენი

პელაგია შაინი ( ქორწინებამდე სანიკოვა) ( დ. 19 აპრილი, 1894, სოფელი პოპოვო-ოსტანინო, სოლიკამსკის რაიონი, პერმის პროვინცია, რუსეთის იმპერია — გ. 27 აგვისტო, 1956, მოსკოვი, საბჭოთა კავშირი) — საბჭოთა ასტრონომი, მასწავლებელი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პელაგია სანიკოვა დაიბადა 1894 წელს სოლიკამსკის რაიონის სოფელ პოპოვო-ოსტანინოში. დაამთავრა პოლოვოდოვსკაიას დაწყებითი სკოლა, სოლიკამსკის გიმნაზია, შემდეგ ჩაირიცხა სანქტ-პეტერბურგის ქალთა უმარლესი (ბესტუჟევების) კურსების ფიზიკა-მათემატიკის განყოფილებაზე.[2]

1918 წელს იგი დაბრუნდა სოლიკამსკის რაიონში, სადაც ასწავლიდა მათემატიკას ქარხნის სკოლაში. შემდეგ იგი გადავიდა ტომსკში, სადაც გაიცნო მისი მომავალი მეუღლე, ასტრონომი გრიგორი შაინი.[3]

1921 წლიდან მუშაობდა პულკოვოს ობსერვატორიაში, 1925 წელს გადაიყვანეს ლაბორატორიის სიმეიზის ფილიალში, რომელიც შემდეგ გახდა ყირიმის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ნაწილი, სადაც პელაგია მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე.

პელაგია შაინი პირველი ქალია მსოფლიოში, რომელმაც აღმოაჩინა მცირე პლანეტა ((1112) პოლონია. აღმოჩენილი 1928 წლის 15 აგვისტოს ), პელაგიამ აღმოაჩინა სულ 19 მცირე პლანეტა. 1949 წელს მან აღმოაჩინა მოკლე პერიოდის კომეტა შაინ-შალდე. მან ასევე აღმოაჩინა 150-ზე მეტი ახალი ცვლადი ვარსკვლავი. ჩაატარა სამუშაოები ვარსკვლავების ფოტომეტრიასა და კოლორიმეტრიაზე.თუმცა, არაპერიოდული კომეტა C/1925 F1 (Shajn-Comas Solá; ასევე ცნობილი როგორც კომეტა 1925 VI ან კომეტა 1925a) აღმოაჩინა მისმა მეუღლემ, ასტრონომმა გრიგორი შაინმა და არა მან.

პელაგია შაინი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1953).

მეუღლე — ასტრონომი გრიგორი შაინი. წყვილს საკუთარი შვილი არ ჰყავდა. მათ იშვილეს პელაგიას დისშვილი გოგონა ვერა კლოჩიხინა, რომელიც მოგვიანებით გახდა ასტროფიზიკოსის ვ.ა. ამბარცუმიანის ცოლი.

პელაგია შაინის საპატივსაცემოდ მისი სახელი პელაგია უწოდეს მცირე პლანეტას, რომელიც აღმოაჩინა გ. ნეუიმინმა 1930 წლის 20 სექტემბერს სიმეიზის ობსერვატორიაში.

გარდა ამისა, ასტეროიდ 1648 შაჯნას დაარქვეს სახელი პელაგიას და მისი მეუღლის გრიგორი შაინის ხსოვნის საპატივსაცემოდ. ხოლო მთვარის კრატერ შაინს სახელი მხოლოდ მისი მეუღლის საპატივსაცემოდ უწოდეს.[4]

პელაგია შაინი გარდაიცვალა 1956 წლის 27 აგვისტოს 61 წლის ასაკში, მისი მეუღლის გარდაცვალებიდან (გარდაიცვალა იმავე წლის 4 აგვისტოს) სამი კვირის შემდეგ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Shain [Shayn, Shajn], Grigory Abramovich". Biographical Encyclopedia of Astronomers. New York, NY: Springer. 2007. p. 1046. ISBN 978-0-387-30400-7. Retrieved 29 May 2018.
  2. Dobronravin, P. P. (1950). Krymskaia astrofizicheskaia observatoriia (Crimean Astrophysical Observatory) (in Russian). University of California. p. 46.
  3. Cанникова-Шайн Пелагея Федоровна, астроном" [Sannikova-Shajn, Pelageya Fedorovna, astronomer] (რუს.). Пермская крае (Perm Krai). Retrieved 29 May 2018.
  4. "Lunar crater Shayn". Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS Astrogeology Research Program. Retrieved 29 May 2018.