ყირიმის ასტროფიზიკური ობსერვატორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგორი შაინის სახელობის 2.6 მეტრიანი ტელესკოპი
მზის ტელესკოპი BST-1

ყირიმის ასტროფიზიკური ობსერვატორია (უკრ. Кримська астрофізична обсерваторія) — ობსერვატორია უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე, ბახჩისარაის რაიონის სოფელ ნაუჩნისთან, სიმფეროპოლიდან 25 კილომეტრის მოშორებით. მსოფლიო მასშტაბით დღემდე ერთ-ერთი მოწინავეა მცირე პლანეტების აღმოჩენის სეგმენტში. 1966-2007 წლებში ობსერვატორიდან სულ 1286 მცირე პლანეტა აღმოაჩინეს.[1]

ობსერვატორია 1945 წლის 30 ივნისს გაიხსნა სოფელ სეიმიზის სიახლოვეს. 1947 წლიდან გამოსცემს ყირიმის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბიულეტენს, რომელიც 1977 წლიდან ინგლისურ ენაზეც გამოდის.

კვლევის ძირითად ობიექტებს შორისაა გალაქტიკათა ნისლეულები და კოსმოსური გამოსხივების წყაროები; კოსმოსურ ობიექტებზე რადიოინტერფერომეტრით დაკვირვება, მზის აქტივობა და მისი ქიმირუი შემადგენლობა და მაგნეტიზმი; მზის სისტემის პლანეტები და ასტეროიდები; კონტინენტების გლობალური გადაადგილება და დედამიწის პოლისები; მიწისზედა და კოსმოსური ტელესკოპების განვითარება.

2010 წლის მონაცემებით, ყირიმის ასტროფიზიკური ობსერვატორია მე-15 ადგილზე იყო მსოფლიოში აღმოჩენილ მცირე პლანეტათა რაოდენობით.[2]

1960 წლისთვის ობსერვატრია ფლობდა ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს რეფლექტროს — შაინის სარკისებურ ტელესკოპს, რომელიც მეორე უდიდესი ოპტიკური ტელესკოპი იყო საბჭოთა კავშირში და უდიდესი უკრაინაში.

ობსერვატორიას დიდ საფრთხეს უქმნის 2009 წელს მის სიახლოვეს აშენებული გასართობი კომპლექსი.[3]

ობსერვატორიის ხედი
ობსერვატორიის ხედი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Minor Planet Discovery Sites. Minor Planet Center. ციტატა: „The following table lists the total number of discoveries made at each of the most prolific discovery sites, arranged in decreasing order of number of discoveries.“ ციტირების თარიღი: December 2015.
  2. Minor Planet Discovery Sites (ინგლისური)
  3. Ю. Поляков. Что погубит Крымскую астрофизическую обсерваторию // Крымское время, 6 апреля 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2016-09-07.