პეკულნეის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პეკულნეი.
პეკულნეის ტბა
რუს. Пекульнейское озеро
კოორდინატები: 62°38′ ჩ. გ. 177°11′ ა. გ. / 62.633° ჩ. გ. 177.183° ა. გ. / 62.633; 177.183
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი
ფართობი 435 კმ²
გამომდინარე მდინარე მაინა
პეკულნეის ტბა — რუსეთი
პეკულნეის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

პეკულნეის ტბა[1] (რუს. Пекульнейское озеро) — ლაგუნა ბერინგის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირზე, ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში (რუსეთი). ფართობი 435 კმ². ზღვიდან გამოყოფილია მიწისზედა გვერდობების სისტემით. პეკულნეის ტბიდან გამოედინება მდინარე მაინა, რომელიც ბერინგის ზღვაში ჩაედინება. ჩრდილოეთ ნაპირები მაღალია, სამხრეთი — დაბალი. ნაპირებზე გავრცელებულია ტუნდრის მცენარეულობა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 161.
  2. Пекульнейское озеро // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 20 — М., 1975.