პატარძეულის პირველი სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პატარძეულის სამაროვანი.

პატარძეულის პირველი სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, იფნიანისხევის მარჯვენა ნაპირზე, ყარადაღად წოდებულ ადგილში. თარიღდება ძვ. წ. ll ათასწლეულის დასასრულით და ძვ. წ. l ათასწლეულის l ნახევრით. სამარხები დაზიანებულია. სამაროვანზე აღმოჩნდა ბრინჯაოს შედგენილტარიანი სატევარი. სატევრის ტარის ღრუს ნაწილებში, ტიხრებს შორის, ხის ნაშთი იყო შემორჩენილი. ქუდის ზედა, მრგვალი ფანჯარა, ტარის ტიხრით, ორადაა გაყოფილი. პირი ამოკაწრული ორნამენტითაა შემკული. 1975 წელს, სოფელში ზუკაკიშვილების ვენახის აღმოსავლეთით, სარწყავი რუს მშენებლობის დროს, დაზიანდა გვერდიგვერდ მდებარე ორი სამარხი. სამარხში აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ყალიბში ჩამოსხმული ბრინჯაოს მხედრის ქანდაკება, ბრინჯაოსავე მილიანადსხმული სატევარი, ხელშუბის წვერი, დედალი დუგმა, რკინის შუბისწვერი და რკინის მახვილის წვერის ბრინჯაოს ქარქაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]