შინაარსზე გადასვლა

პატარძეულის ნაქალაქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატარძეულის ნაქალაქარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის ჩრდილო-აღმოსავლეთით, უტიაშვილების უბნის გაგრძელებაზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. დაფარულია ქედის ზედა ნაწილის ეროზიის შედეგად ჩამონარეცხი ქვა-ღორღითა და ტყით, მაგრამ მაინც შეინიშნება ეკლესიების, საცხოვრებელი სახლებისა და შიდა პერიმეტრზე მრავალთახჩიანი, მცირე ნაგებობების ნაშთები.