პარტახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პარტახი, პარტახტი — უპატრონოდ მიგდებული, გაჩანაგებული ადგილ-მამული, სახლ-კარი ძველ საქართველოში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, პარტახი ოხერივით „უნამუშავრო“ ადგილს ეწოდებოდა. ტერმინი „პარტახი“ დამახასიათებელია დასავლეთ საქართველოს საბუთებისათვის (აქ „საგლეხო პარტახტიც“ იხსენიება). სამართლის წიგნთაგან „პარტახი“ გვხვდება გიორგი V-ის „ძეგლთა დადებაში“ ბეითალმან ქონებასთან დაკავშირებით. ბეითალმანი პარტახის მიმღებს „საჯარო და სალაშქრო“ სამსახური ეკისრებოდა. პარტახი იბეგრებოდა, იგი ყიდვა-გაყიდვის, ბოძებისა და სხვა სამართლებრივი ურთიერთობათა საგანიც იყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ.1, თბ., 1963; ტ. 3-6, თბ., 1970-1977

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ. , საქართველოს ეკონომიური ისტორია, წგნ. 1, ტფ., 193, გვ. 133-135;
  • ფუტკარაძე ი., ქსე, ტ. 7, გვ. 694, თბ., 1984