პარკები და რეკრეაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარკები და რეკრეაცია

ტელესერიალის ლოგო
ჟანრი
  • სიტკომი
  • მოკუმენტური ფილმი
  • პოლიტიკური სატირა
  • ქრინჯ-კომედია
ავტორი
მონაწილეობენ
თემის კომპოზიტორი გაბი მორენო
კომპოზიტორ(ებ)ი ვინსენტ ჯონზი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 7
ეპიზოდი 126 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
  • დენ გური
  • მაიკლ შური
  • ჰოვარდ კლაინი
  • დევიდ მაინერი
  • მორგან საქეთი
  • დინ ჰოლანდი
  • დენ გური
პროდიუსერ(ებ)ი
  • ემი პოლერი
კამერა ერთკამერიანი
ხანგრძლივობა 22-42 წთ
კომპანია
  • Deedle-Dee Productions
  • Fremulon
  • 3 Arts Entertainment
  • Universal Television
ეთერში 9 აპრილი, 2009 (2009-04-09) — 24 თებერვალი, 2015 (2015-02-24)
რესურსები ინტერნეტში

პარკები და რეკრეაცია (ინგლ. Parks and Recreation; შემოკლებით ინგლ. Parks and Rec) ― ამერიკული პოლიტიკური სატირული მოკუმენტური სიტუაციური კომედია. შექმნილია გრეგ დენიელსისა და მაიკლ შურის მიერ. ტელესერიალი 2009 წლის 9 აპრილიდან 2015 წლსი 24 თებერვლამდე National Broadcasting Company-ის ეთერში გადიოდა. სერიალი 7 სეზონისგან შედგება, რომლებიც ჯამში 125 ეპიზოდს მოიცავს. 2020 წლის 30 აპრილს ხელახლა შეკრების სპეციალური ეპიზოდი გავიდა. ემი პოლერი გამოგონილი ქალაქის, პაუნის (ინდიანა), პარკების დეპარტამენტის მხიარული, საშუალო დონის ბიუროკრატის, ლესლი ნოუპის როლს ასრულებს. მონაწილეობენ: რაშიდა ჯონზი (ენ პერკინსი), აზიზ ანსარი (ტომ ჰავერფორდი), ნიკ ოფერმანი (რონ სვანსონი), ობრი პლაზა (ეიპრილ ლადგეიტი), კრის პრატი (ენდი დუაერი), ადამ სკოტი (ბენ ვაიტი), რობ ლოუ (კრის ტრეგერი), პოლ შნაიდერი (მარკ ბრენდანავიცი), ჯიმ ო'ჰეირი (ჯერი გერგიჩი) და რეტა (დონა მიგლი).

ტელესერიალისთვის სცენარისტებმა კალიფორნიის ადგილობრივი პოლიტიკა გამოკვლიეს და კონსტულაცია ურბანული დაგეგმარების სპეციალისტებთან და ადგილობრივ მოხელეებთან გაიარეს. რადგანაც მაყურებლებმა პერსონაჟი არაინტელექტუალურად და „ჩერჩეტად“ აღიქვეს, I სეზონის შემდეგ ლესლი ნოუპის პერსონაჟმა დიდი ცვლილებები განიცადა. სცენარისტებმა სხვადასხვა ეპიზოდში მიმდინარე მოვლენები ასახეს, მაგალითად: პაუნის მერიის დახურვა, რაც 2007-2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისით იყო შთაგონებული. ბოლო ეპიზოდებში რეალური პოლიტიკური მოღვაწეებიც გამოჩნდნენ, როგორებიც არიან: ჯონ მაკკეინი, მიშელ ობამა და ჯო ბაიდენი.

I სეზონის დროს ტელესერიალმა კრიტიკოსთა შერეული შეფასება დაისმსახურა (ოფისთან შედარებით, რომლის პროდიუსერებიც დენიელსი და შური იყვნენ), თუმცა ტონისა და ფორმატის ცვლილების შემდეგ, მეორე და მომდევნო სეზონებმა მეტწილად კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ტელესერიალმა არაერთი ჯილდო და ნომინაცია დაიმსახურა, მათ შორის პრაიმტაიმის ემის ჯილდოს 14 ნომინაცია. ემი პოლერმა სერიალში შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი დაიმსახურა. 2013 წელს ტელესერიალი წარდგენილი იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო სატელევიზიო მიუზიკლის ან კომედიური სერიალის კატეგორიაში. ჟურნალმა Time-მა „პარკები და რეკრეაცია“ 2012 წლის საუკეთესო ტელესერიალად დაასახელა. ოთხჯერ ზედიზედ ნომინირების შემდეგ, 2013 წელს ტელესერიალმა ტელეკრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო მიიღო კომედიაში გამორჩეული მიღწევისთვის.

როლებში და პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სეზონის მთავარი პერსონაჟები არიან:[1]

  • ემი პოლერი ლესლი ნოუპის როლში, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ პაუნიზე უზომოდ შეყვარებული საშუალო დონის ბიუროკრატია და პოლიტიკას მისი ოპტიმიზმის მოკვლის შესაძლებლობას არ აძლევს (რის გამოც ამ სამსახურში უკვე 6 წელიაა). მისი საბოლოო მიზანია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი გახდეს.[2] მას შემდეგ, რაც დენიელსმა და შურმა ტელესერიალის ზოგადი კონცეფცია შეიმუშავეს და საპილოტე ეპიზდის სცენარი დაწერეს, პოლერმა ნუპის როლის შესასრულებლად NBC-ის სკეჩ-კომედიური სერიალი Saturday Nght Live დატოვა, სადაც თითქმის 7 წელი მუშაობდა.[3][4][5]
  • რაშიდა ჯოუნსი ენ პერკინსის როლში, რომელიც ექთანია და პოლიტიკაში არ არს აქტიურად ჩართული, მაგრამ ლესლისთან დამეგობრების შემდეგ უფრო აქტიურად ერთვება ქალაქის მმართველობის პროცესებში.[6] ჯონზი დენიელსმა და შურმმა ჯერ კიდე 2008 წელს შეარჩიეს, როდესაც პარკები და რეკრეაცია ოფისის სპინ-ოფად იყო ჩაფიქებული, სადაც ჯონზი ჯიმ ჰელპერტის მეგობარი გოგონას, კარენ ფილიპელის როლს ასრულებდა, რომელიც სტემფორდის ოფისში მუშაობდა, შოუს მესამე სეზონში კი სკრენტონის ოფისში გადაინაცვლა.[5][7] მეექვსე სეზონში ჯონზმა და რობ ლოუმ ტელესერიალი დატოვეს, თუმცა მომდევნო სეზონში მოწვეული მსახიობის როლში დაბრუნდა.[8] ჯონზი და ლოუ ტელესერიალის ფინალში და სპეციალურ ეპიზოდში დაბრუნდნენ.[9]
  • პოლ შნაიდერი მარკ ბრენდანავიცის როლში, რომელიც ქალაქის დამგეგმავია. იგი ამ სფეროში ოპტიმიზმის გრძნობით შევიდა, მაგრამ მას შემდეგ ენთუზიაზმი დაკარგა და იმედგაცრუებული დარჩა.[10] შნაიდერმა ტელესერიალის დასაწყისში აღნიშნა, რომ ეს როლი უსაფრთხო არ იყო და ის ჯერ კიდევ ცდილობდა პერსონაჟის მოტივაციების გამოცნობას.[11] შნაიდერმა ტელესერიალი მეორე სეზონის შემდეგ დატოვა, რის შემდეგაც მისი პერსონაჟი შოუში აღარ არის ნახსენები.[12][13]
  • აზიზ ანსარი ტომ ჰავერფორდის როლში, რომელიც ლესლის სარკასტული და საკუთარ თავზე გადამეტებული შეფასების მქონე ქვეშევრდომია.[14] ჰავერფორდი ქალაქის მერიის სამსახურის დატოვებაზე ფიქრობს, რათა საკუთარ ანტრეპრენერულ ინტერესებს მიჰყვეს.[15] ჯოუნსის მსგავსად, დენიელსმა და შურმა ანსარიც პარკები და რეკერაციის განვითარების ადრეულ სტადიაზევე შეარჩიეს.[5][7]
  • ნიკ ოფერმანი რონ სვანსონის როლში, რომელიც პარკები და რეკრეაციის თავმჯდომარეა და როგორც მტკიცე ლიბერტარიანელს, რაც შეიძლება მცირე მთავრობის სჯერა. სწორედ ამიტომ, რონი ცდილობს, მისი დეპარტამენტი რაც შეიძლება არაეფექტური გახადოს და ისეთ თანამშრომლებს ქირაობს, რომელთაც სამსახური არ აინტერესებთ ან სამუშაოს ცუდად ასრულებენ.[14] მიუხედავად ამისა, რონის ქცევები მუდმივად ცხადყოფს, რომ ის საკუთარ თანამშრომლებზე ფარულად ზრუნავს.[16]
  • ობრი პლაზა ეიპრილ ლადგეიტის როლში, რომელიც პარკების დეპარტამენტის ცინიკოსი სტაჟიორია და მონოტონური ხმით საუბრობს. იგი საბოლოოდ რონის სრულყოფილი ასისტენტი ხდება.[17] როლი სპეციალურად ოდრი პლაზასთვის დაწერეს. მასთან შეხვედრის შემდეგ, კასტინგის თავმჯდომარეომ, ალისონ ჯოუნსმა შურს უთხრა: „ახლახანს ჩემ ცხოვრებაში ყველაზე უცნაურ გოგოს შევხვდი. მას უნდა შეხვდე და შოუში ჩასვა.“[18]
  • კრის პრატი ენდი დუაერის როლში, რომელიც სულელი და ზარმაცი, მაგრამ საყვარელი პერსონაჟი და ენის ყოფილი მეგობარი ბიჭია. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, რომ პრატი მოწვეული მსახიობი უნდა ყოფილიყო და ენდის პერსონაჟი მხოლოდ პირველ სეზონში უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ პროდიუსერებს პრატი ისე მოეწონათ, რომ მეორე სეზონიდან მსახიობთა რეგულარულ შემადგენლობაში აიყვანეს.[19]

ტელესერიალის სხვადასხვა მონაკვეთში მსახიობთა ძირითად შემადგენლობას ახალი მსახიობები დაემატნენ:

  • ადამ სკოტი ბენ უაიტის როლში, რომელიც ბრწყინვალე, მაგრამ სოციალურად უტაქტო საჯარო მოხელეა. იგი ახალგაზრდობაში მერობისას დაშვებული შეცდომის გამოსყიდვას ცდილობს. პარკები და რეკრეაციაში როლის შესასრულებლად სკოტმა კომედიური ტელესერიალი Party Down დატოვა. იგი ტელესერიალში მეორე სეზონის ბოლოსწინა ეპიზოდში „ოსტატური გეგმა“ გამოჩნდა.
  • რობ ლოუ ქრის ტრეგერის როლში, რომელიც ზედმეტად პოზიტური და ჯანმრთელობაზე მზრუნველი საჯარაო მოხელეა. ლოუ შოუში სკოტთან ერთად გამოჩნდა და მოწვეულ მსახიობად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მოგვიანებით რეგულაური სამსახიობო შემადგენლობის მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მან და რაშიდა ჯოუნსმა შოუ მეექვსე სეზონის ეპიზოდში „ენი და კრისი“ დატოვეს. ისინი ფინალურ ეპიზოდსა და 2020 წლის სპეციალურ ეპიზოდში გამოჩნდნენ.
  • ჯიმ ო'ჰეირი და რეტა პირველი სეზონიდან მოყოლებული რეგულარულად ჩნდებიან გარი გერგიჩისა და დონა მიგლის როლში, მაგრამ მათი პიროვნებები მეორე სეზონამდე არ განვითარებულა. შურმა აღნიშნა, რომ პარკები და რეკრეაციის პერსონალს მსახიობები მოსწონდა და გადაწყვიტა, ისინი შოუში დაეტოვებინა. „ვარჯიში პაემნისთვის“ ეპიზოდის შემდეგ ჯერი მოუქნელ თანამშრომლად ჩამოყალიბდა, რომელსაც დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები დასცინიან. დონა თავხედ ჰედონისტად ჩამოყალიბდა, რომლის მისტიკური ცხოვრების დეტალები შიგადაშიგ ცხადდება. III სეზონამდე დონა და ჯერი რეგულარული სამსახიობო შემადგენლობის წევრები არ იყვნენ. VI სეზონში მათი სახელები დასაწყისშიც ჩანს.
  • ბილი აიხნერი კრეგ მიდლბრუკსის როლში, რომელიც პაუნის ადგილობრივი მთავრობის ზედმეტად მოწადინებული თანამშრომელია. მან პაუნიში მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც იგლტონი ქალაქს შეერწყა. ის რეგულარული სამსახიობო შემადგენლობის ნაწილი მე-7 სეზონის მეოთხე ეპიზოდიდან გახდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის NYT0409 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  2. Dawidziak, Mark (April 7, 2009). 'Parks and Recreation': New NBC comedy is uneven but promising“. The Plain Dealer. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 2, 2021. ციტირების თარიღი: March 26, 2022.
  3. Stasi, Linda (April 9, 2009). „Raiders of the Lost 'Park': Amy Poehler quit "SNL" for "Parks and Recreation". New York Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 25, 2021. ციტირების თარიღი: March 26, 2022.
  4. Grossberg, Josh (September 16, 2008). „Amy Poehler Moves Up SNL Exit“. E! Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 27, 2021. ციტირების თარიღი: March 26, 2022.
  5. 5.0 5.1 5.2 Itzkoff, Dave (March 26, 2009). „It's Not 'The Office.' The Boss Is a Woman“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 14, 2021. ციტირების თარიღი: April 11, 2009.
  6. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Sepinwall0522 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  7. 7.0 7.1 Sepinwall, Alan (July 21, 2008). „Sepinwall on TV: Leno undercover, 'Office' non-spin-off“. The Star-Ledger. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 24, 2021. ციტირების თარიღი: June 17, 2011.
  8. 'Parks and Recreation' Cast Bids Farewell to Rashida Jones and Rob Lowe and We Cry With Them“. E! Online. January 31, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 14, 2020. ციტირების თარიღი: March 26, 2022.
  9. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის DeadlineSpecialApril2020 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  10. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის SchurRockShow არ არის მითითებული ტექსტი; $2
  11. Schneider, Paul. (2009) (Audio commentary). Parks and Recreation: Season One: "The Reporter". [DVD]. Universal Studios Home Entertainment. https://www.uphe.com/tv/parks-and-recreation-season-one.
  12. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Martin0312 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  13. Burger, Mark. (April 11, 2012) Talking shop with the stars and luminaries of the 2012 RiverRun Film Festival. Yes! Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 27, 2014. ციტირების თარიღი: April 22, 2014
  14. 14.0 14.1 Tobias, Scott (April 23, 2009). „Parks and Recreation: "The Reporter". The A.V. Club. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 12, 2021. ციტირების თარიღი: March 26, 2022.
  15. Snierson, Dan (May 19, 2011). 'Parks and Recreation' co-creator Mike Schur gives 10 hints about tonight's season finale“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 25, 2021. ციტირების თარიღი: March 26, 2022.
  16. Snierson, Dan (January 27, 2011). 'Parks and Recreation' scoop: Amy Poehler and co-creator Mike Schur dish on Leslie's big gamble, romantic possibilities, and tonight's episode 'The Flu'. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 25, 2021. ციტირების თარიღი: March 26, 2022.
  17. Sepinwall, Alan (January 15, 2010). „Parks and Recreation, "The Set Up": Will Arnett dates Leslie“. The Star-Ledger. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 24, 2021. ციტირების თარიღი: March 26, 2022.
  18. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის Heisler0324 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  19. Sepinwall, Alan (September 17, 2009). „Parks and Recreation: Interviewing co-creator Mike Schur“. The Star-Ledger. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 17, 2021. ციტირების თარიღი: March 26, 2022.