რაშიდა ჯოუნსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაშიდა ჯოუნსი

ჯოუნსი 2017 წელს, Peabody Awards-ზე.
დაბადების სახელი რაშიდა ლეაჰ ჯოუნსი
დაბადების თარიღი 25 თებერვალი, 1976 (1976-02-25) (48 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი, მწერალი
აქტიური 1997-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი მარკ რონსონი (2002-2004)
ეზრა კოენიგი(2015-დღემდე)
შვილ(ებ)ი 1
მშობლები მამა: კუინსი ჯონსი
დედა: პეგი ლიპტონი

რაშიდა ლეაჰ ჯოუნსი (ინგლ. Rashida Leah Jones;[1] დ. 25 თებერვალი, 1976)[2][3]ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და მწერალი. ცნობილია ენ პერკინსის შესრულებული როლით, რომელიც „NBC“-ის კომედიურ სერიალში, – „პარკები და დასვენების ზონები“-ში (2009-2015) ითამაშა..

ჯოუნსი 2000–2002 წლებში „Fox“-ის დრამატულ სერიალში „Public Boston“ ლუიზა ფენის როლს თამაშობდა, ხოლო 2006 წლიდან 2011 წლამდე — „NBC“-ის კომედიურ სერიალ „ოფისი“-ში კარენ ფილიპელის როლს. 2016 წლიდან 2019 წლამდე მონაწილეობას იღებდა „TBS“-ს კომედიურ სერიალში „ენჯი ტრაიბეკა“.

ჯოუნსის ცნობადობა რამდენიმე ფილმში გადაღებულმა როლმაც მოუტანა, მათ შორისაა შემდეგი ფილმები: „მიყვარხარ ძმაო“ (2009), „სოციალური ქსელი“ (2010), „ჩვენი იდიოტი ძმა“ (2011), „მაპეტები“ (2011), „სელესტა და ჯესი სამუდამოდ“ (2012), „დამპლური თამაშები: შეგრჩა“ (2018). მას „სათამაშოების ისტორიები 4“-ის ისტორიის დაწერაში მონაწილეობა აქვს მიღებული.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Unqualified Advice: Rashida Jones (Holiday Edition). The Tonight Show Starring Jimmy Fallon (November 27, 2014). ციტირების თარიღი: May 29, 2019.
  2. Lipton, Peggy; Dalton, Coco (April 1, 2007) Breathing Out. St. Martin's Press. ISBN 9781429906616. ციტირების თარიღი: November 14, 2018. 
  3. „Monitor“. Entertainment Weekly (1248). March 1, 2013. p. 25.