პარიმარჯან ნეგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პარიმარჯან ნეგი
Parimarjan-Negi.jpg
პარიმარჯან ნეგი
ქვეყანა (სპორტი) ინდოეთის დროშა ინდოეთი,
ეროვნება ინდოელი
დაბადების თარიღი 9 თებერვალი, 1993 (1993-02-09) (28 წლის)
დაბადების ადგილი ნიუ-დელი, ინდოეთი
წოდება დიდოსტატი (2006)
ფიდე რეიტინგი 2639 (ნოემბერი 2021) [1]
მაქსიმალური რეიტინგი 2761 (ოქტომბერი 2013)
ჯილდოები და პრემიები Arjuna Award

პარიმარჯან ნეგი - (ინგლ. Parimarjan Negi; დ. 9 თებერვალი, 1993, ნიუ-დელი, ინდოეთი) - ინდოელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2006), აზიის ჩემპიონი (2012).

დიდოსტატის წოდება 13 წლის, 4 თვის და 20 დღისამ მიიღო, რითაც იმ დროისთვის გახდა მსოფლიოში მეორე ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი, 2021 წლის ივლისითვის კი მეშვიდეზე ჩამოვიდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარიმარჯან ნეგი 1993 წლის 9 თებერვალს ნიუ დელში დაიბადა. ჭადრაკის თამაში ბავშვობაში ისწავლა და 2002 წელს თეირანში აზიის 10 წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო[2].

2005/2006 წლებში ჰასტინგსის საერთაშორისო ტურნირზე დიდოსტატის პირველი ნორმა შეასრულა. მეორე, მალევე, დელიში Parsvnath-ის საერთაშორისო ტურნირზე შეასრულა. მესამე ნორმა, 2006 წლის 1 ივლისს რუსეთში, ქალაქ სატკაში, ჩელიაბინსკის ოლქის სუპერფინალურ მატჩში რუსლან შერბაკოვთან ყაიმის შემდეგ შეასრულა. გათამაშება კი 9 შესაძლებლობიდან 6 ქულით დაასრულა. ამ წოდებით, იმ დროისთვის გახდა ინდოეთის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი და წინამორბედის პენტალა ჰარიკრიშნას რეკორდი დაამხო [3].

2008 წლის ივლისში ფილადელფიის საერთაშორისო ტურნირი მოიგო, 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით. აგვისტოში გაზიანთეფში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა[4]. 2009 წელს კოპენჰაგენში Politiken Cup-ზე იმარჯვა. მან ებრაელ ბორის ავრუხთან ერთად 10 პარტიაში 8,5 ქულა დააგროვა და შემდეგ ტაი-ბრეიკში მოუგო. სექტემბერში კუალა ლუმპურში ტან ჩინ ნამ-ის Dato' Arthur Tan ტურნირზე მეექვსეზე გავიდა.

2010 წლის დეკემბერში ნიუ დელში ინდოეთის რიგით 48-ე ჩემპიონატი მოიგო.

2012 წელს ხოშიმინში აზიის მე-11 პირველობაზე ოქროს მედალი აიღო[5]. ზედიზედ ორი წელი, 2012 და 2013, იმარჯვა საფრანგეთში კაპელ-ლა-გრანდის ტურნირზე. 2013-ში კოპენჰაგენში კვლავ იყოჩაღა და Politiken Cup მეორედ მოიგო.

2017-ში დაანება ჭადრაკს თავი.[6]

პარიმარჯან ნეგი. 2008 წელი

ეროვნული ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ იყო ოლიმპიადაზე 2012 და 2014 წლებში. 2014-ში პირველ დაფაზე იჯდა და ნაკრებმა ბრინჯაო მოიგო, თვითონ კი მე-19 იყო.

ორჯერ იასპარეზა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 2011 და 2017 წლებში. 2017-ში სარეზერვო მოთამაშე იყო და ნაკრებთან ერთად მე-4 ადგილი აიღო.

წარმატებით იასპარეზა აზიის გუნდურ ჩემპიონატზე, სადაც ნაკრებთან ერთად სამჯერ გამოვიდა და 6 მედალი მოიპოვა. 2009 წელს მე-4 დაფაზე მოთამაშემ, ინდივიდუალური და გუნდური ოქროს მედალი მოიგო. 2012-ში მესამე დაფაზე მოთამაშემ პირადი ოქრო აიღო, ხოლო ნაკრები მეორეზე გავიდა. ორივე ვერცხლი აიღო 2014-ში, სადაც მეოთხე დაფაზე ასპარეზობდა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიუ დელიში Amity International School დაამთავრა. 2014-ში დროებით ჩამოშორდა ჭადრაკს და სტენფორდის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. მოგვიანებით დაუბრუნდა ჭადრაკს, თუმც 2017-ში კვლავ დაანება თამაშს თავი და მთლიანად სწავლაზე გადაერთო. 2018-ში უნივერსიტეტი მათემატიკის სპეციალობით დაამთავრა. სწავლა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ლაბორატორიაში ასპირანტურაზე გააგრძელა, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს არჯუნის პრემის მიიღო, რომელიც სპორტსმენებს მაღალი სპორტული მიღწევებისთვის გადაეცემათ[7].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]. FRL november 2021.
  2. [2]. India bags four golds.
  3. [3]. Parimarjan Negi, India's youngest ever grandmaster.
  4. [4]. Meet Abhijeet Gupta – meet the Junior World Champion.
  5. [5]. Parimarjan Negi is champion.
  6. [6]. Why did Parimarjan Negi quit chess?.
  7. [7]. With the Arjuna Award, Parimarjan Negi, the world's second youngest Grandmaster, adds another feather to his cap.