შინაარსზე გადასვლა

პარატჰა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალოო პარატჰა

პარატჰა ინდოეთის ნახევარკუნძულისთვის დამახასიათებელი ბრტყელი პურია. გავრცელებულია ინდოეთის, შრი-ლანკის, პაკისტანის, ნეპალის, ბანგლადეშის, მალდივისა და მიანმარის [1] თანამედროვე ტერიტორიებზე, სადაც ხორბალი ტრადიციულ პროდუქტს წარმოადგენს. სიტყვა პარატჰა ორი სიტყვის, პარატსა და აჰაას გაერთიანებას წარმოადგენს, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს მოხარშული ცომის ფენებს. ალტერნატიულ სახელებს შორისაა პარანთა, პარაუნტა, პრონტა, პარონტაი (პენჯაბური), პოროტა (ოდიაში, ბენგალური, მალაიალური), პალატა (ბირმული).

ინდური ტერმინი პარატჰა მომდინარეობს სანსკრიტიდან (परा + स्थः, ან स्थितः). მსგავსი სტილის კერძი პირველად მოხსენიებულია , XII საუკუნის სანსკრიტულ ენციკლოპედიაში, რომელიც შეადგინა სომეშვარამ III- მ, დღევანდელი კარნატაკასის მმართველმა. [2] ნიჟარმა (1968), თავის წიგნშიპენჯაბი სულთნების მმართველობის ქვეშ, ახ. წ. 1000-1526 წლებში ახსენა პარატა, როგორც პენჯაბაში თავადაზნაურობასა და არისტოკრატიისთვის დამახასიათებელ კერძად. [3]

პაკისტანური სტილის პარატჰა

ბანერჯის (2010 წ.) თანახმად, პარატჰები ასოცირდება პენჯაბურ და ჩრდილოეთ ინდიურ სამზარეულოსთან. პენჯაბური მეთოდია პარატჰების შიგთავსით გამდიდრება. ო'ბრაიენი (2003) ვარაუდობს, რომ არ არის სწორი იმის თქმა, რომ პენჯაბური პარატჰას პოპულარიზაცია მოხდა დელიში 1947 წლის ინდოეთის დანაწევრების შემდეგ, რადგან ეს კერძი დელიში ამ პერიოდამდე უკვე ძალიან პოპულარული იყო. [4]

პარატჰა არის ერთ – ერთი ყველაზე პოპულარული უფუარი პურის სახეობა ინდოეთის ნახევარკუნძულზე, რომელიც მზადდება მთლიანი ხორბლის ცომისაგან და იწვება ტაფაზე.[5] პარატჰა მეტად სქელია, ვიდრე ჩაპატი/ როტი. ეს იმიტომ ხდება, რომ უბრალო პარატის შემთხვევაში, ისინი გადაკეცილია, რის გამოც ის ფენოვან საკონდიტრო ნაწარმს მოგვაგონებს. კერძში შერეულია საკვები ინგრედიენტები მაგალითად, კარტოფილი ან ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ლობიო და სტაფილო. ეს ბოსტნეული პირდაპირ ცომში ირევა.

პარატჰას შეწვის პროცესი

პარატჰას ჭამენ როგორც საუზმეზე, ასევე მას მიირთმევენ ჩაის შესვენებებისას. ფქვილი წვრილად დაფქვილ ხორბალს მოიცავს, რომლისგანაც ცომი იზილება და ნელ ცეცხლზე იწვება.

პარატასთვის ყველაზე გავრცელებული შიგთავსი არის პიურე, სანელებლებიანი კარტოფილი (ალოო და პარანთა), რომელსაც შეიძლება მოჰყვეს დალი (ოსპი). მრავალი სხვა ალტერნატივა არსებობს, როგორიცაა ფოთლოვანი ბოსტნეული, ბოლოკი, ყვავილოვანი კომბოსტო ან პანი. პარატჰას ჭამა შესაძლებელია, როდესაც მას თავზე კარაქს მოუსვამენ, ან სხვადასხვა სოუსებით გააჯერებენ.შესაყოლებელი შეიძლება იყოს: ჩუთნი, მწნილები, კეტჩუპი, დაჰი ან რაიტა. შესაძლებელია ხორცისა და ბოსტნეულის წვნიანებთან ერთად მირთმევა.

უბრალო პარატებისთვის ფენოვანი ცომის მისაღწევად, არსებობს მრავალი განსხვავებული ტრადიციული ტექნიკა. ეს მოიცავს თხლად გახვეული საკონდიტრო ნაწარმის დაფარვას ზეთით. არსებობს სხვა მეთოდიც. ცომიდან წრეს ამოჭრია, რომლის რადიუსების გასწვრივაც ცომის გადახვევას იწყებენ. შედეგად კონუსის ფორმის პარატჰა წარმოქმნება. ჩვეულებრივი პარადა შეიძლება იყოს მრგვალი, ჰეპტაგონალური, კვადრატული ან სამკუთხა.

პარატა ტრადიციული საუზმის მნიშვნელოვანი ნაწილია ინდოეთის ნახევარკუნძულიდან. ტრადიციულად, იგი მზადდება ღეეს (ერბოს) გამოყენებით, მაგრამ ასევე გამოიყენება ზეთი. ზოგმა შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღუმელშიც კი გამოაცხოს. ჩვეულებრივ, პარატას ჭამენ თეთრი კარაქის თანხლებით. გვერდითი კერძები, რომლებიც პარატას ძალიან უხდება, ხაჭო, შემწვარი კვერცხი, ომლეტი, ცხვრის ხემა (ბოსტნეულით და სანელებლებით მოხარშული ცხვრის ხორცი), ახლარი (ბატკნის კერძი), ჯერა ალუ (მსუბუქად შემწვარი კარტოფილი), დალი და რეიტა. შიგთავსი შეიძლება იყოს კარტოფილით, პანერით, ხახვით ან ცხარე წიწაკით.

  1. Joe Cummings. Myanmar (Burma). Lonely Planet.
  2. K.T. Achaya (2003). The Story of Our Food. Universities Press. p. 85. ISBN 978-81-7371-293-7.
  3. Nijjer, Bakhshish Singh (1968) Panjāb under the sultāns, 1000-1526 A.D. Sterling Publishers [1]
  4. O'Brien, Charmaine (2003) Penguin UK Of Delhi:A Food Lover's Guide
  5. Jaffrey, Madhur (18 December 2008). Climbing the Mango Trees: A Memoir of a Childhood in India. Knopf Doubleday Publishing Group. ISBN 9780307517692 – via Google Books.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პარატჰა“-დან