პარაგვაული რეალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პარაგვაული რეალი (ესპ. Real paraguayo) — პარაგვაის ვალუტა 1856 წლამდე. საწყის ეტაპზე, ბრუნვაში იყო ესპანეთის კოლონიური რეალი. 1813 წლიდან მას მოჰყვა არგენტინული რეალი. 1845 წლიდან, პარაგვაიმ საკუთარი რეალების გამოცემა დაიწყო. თექვსმეტი ვერცხლის რეალი ერთ ოქროს ესკუდოს უდრიდა. 1856 წელს გამოცემულ იქნა პარაგვაული პესო, რომელიც 8 რეალს უდრიდა. 1870 წლამდე, სანამ პარაგვაი ათწილად სისტემაზე გადავიდოდა, რეალი ბრუნვას განაგრძობდა, როგორც პესოს დანაყოფი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Krause, Chester L. and Clifford Mishler (1991). Standard Catalog of World Coins: 1801–1991 (18th ed. ed.). Krause Publications. ISBN 0873411501.