პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმი − ქართველი პოეტის, მთარგმნელისა და ესეისტის პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმი იმერეთის მხარის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთში. სახლი ორ სართულიანია ნაგები აგურით და ბლოკით,პირველი სართული სარდაფი, მეორე სართულზე სამი ერთმანეთის გვერდიგვერდ განლაგებული ოთახია,რომელიც ერთმანეთს უკავშირდება შიდა კარით.ეზოს მხრიდან კარით,და ოთხი ფანჯრითაა გახსნილი,პირველი სართულის გვერდითა კედლები ყრუა,მეორე სართულის მთელ სიგრძეზე აივანია,სადაც ასვლა კიბითაა შესაძლებელი,ყველა ოთახშია ბუხარი.ინტერიერი ხისაა,გადახურვა მეტალო კერამიკა. სახლს აქვს საგვარეულო ეზო რომელიც ქვის ღობითაა შემოსაზღვრული,ჭიშკარი რკინისაა. სახლში დაცულია : საოჯახო ტახტი,კარადა და პოეტის საგვარეულო ავეჯი. სახლს პირველი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1991 წელს კერძო მფლობელის მიერ, 2017 წელს გიორგი ნიჟარაძემ სახლი საჩუქრად გადასცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, 2017 წელსვე დაიწყო სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია საჩხერის მუნიციპალიტეტის მიერ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26738