პანტელეიმონ შიოშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შიოშვილი.

პანტელეიმონ შიოს ძე შიოშვილი (დ. 3 ივლისი, 1906, სოფ. ნინოწმინდა, ახლანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 2001) — ქართველი, საბჭოთა გვარდიის გენერალ-მაიორი (1953). სკკპ წევრი 1929-დან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა 1927 წელს თბილისის ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა, 1937 წელს მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია, 1941 წელს კ. ვოროშილოვის სახელობის გენშტაბის აკადემია.

1941–1945 წლებში დიდი სამამულო ომის დროს სხვადასხვა ფრონტზე არმიების შტაბის დაზვერვის განყოფილების უფროსი იყო. 1945 წელს მონაწილეობდა შორეულ აღმოსავლეთის კამპანიაში იაპონიის კვანტუნის არმიის განადგურებაში.

დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]