პანონჰალმის სააბატო
პანონჰალმის ათასწლოვანი სააბატო და მისი მიმდებარე ბუნებრივი გარემო* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | უნგრეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iv, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 47°33′10″ ჩ. გ. 17°45′40″ ა. გ. / 47.55278° ჩ. გ. 17.76111° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1996 (მე-20 სესია) |
ნომერი | 758 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 758 ინგლ. • რუს. • ფრ. |
პანონჰალმის ბენედიქტური მონასტერი (უნგრ. Pannonhalmi Bencés Főapátság) — უნგრეთის ქალაქ პანონჰალმის მთავარი ღირსშესანიშნაობა და უნგრეთის ერთ-ერთი უძველესი ისტორიული მონუმენტი. მდებარეობს ქალაქის სიხალოვეს, ბორცვზე. მიჩნეულია, რომ აქ დაიბადა წმინდა მარტინე ტურელი, სწორედ მისი სახელი ერქვა ძველად ბორცვს.
კომპლექსის გამორჩეული ძეგლია XIII საუკუნის ბაზილიკა თავის წარწერებით, მუნუმენტური ბიბლიოთეკა 360 000 ტომით, ბაროკოს სტილის სატრაპეზო და სააბატოს კოლექცია (მეორე უდიდესი ქვეყანაში).
დღეისათვის, მონასტერში 50 ბერი ცხოვრობს. სააბატოსთან არსებობს ბენედიქტური საშუალო სკოლა - ვაჟთა სკოლა-პანსიონი.
მონასტერი 996 წელს პრინცმა გეზამ დააარსა და წარმოადგენს უნგრეთში პირველ ბენედიქტურ მონასტერს. დამფუძნებელმა თავიდან ის მხოლოდ ბერების საცხოვრებლად განსაზღვრა, მაგრამ მოგვიანებით იგი ბენედიქტელთა ორდენის ცენტრი გახდა. აგებულია წმინდა მარტინე ტურელის სახელზე. გეზას ვაჟმა, მეფე იშტვან I-მა მონასტერს მამულები და პრივილეგიები უბოძა. მისი პირველი აბატი იყო ასტიკი.
უძველესი ჩვენამდე მოღწეული ჩანაწერი უნგრულ ენაზე, რომელიც ტიჰანის ბენედიქტურ სააბატოს ეკუთვნის, 1055 წლით თარიღდება და დღეს პანონჰალმის სააბატოს ბიბლიოთეკაშია დაცული. გაერთიანების პირველი შენობები გარკვეული ხნის შემდეგ დაინგრა, მაგრამ 1137 წელს ხელახლა ააშენეს. ბაზილიკის სვეტები და ადრეული გოტიკური კამარები XIII საუკუნის ადრეულ წლებში აშენდა. 1486 წელს ის მეფე მათეუშ I-მა მთლიანად გოტიკურ სტილში გადააკეთა.
1541 წელს მონასტერი არქისააბატო გახდა, მაგრამ XVI-XVII საუკუნეებში ევროპაში ოსმალთა შემოსევების დროს ის ციხესიმაგრედ გადაკეთდა. თითქმის საუკუნე ნახევრიანი ოსმალური ოკუპაციის დროს, მონასტერი ბერებისგან მიტოვებული იყო. თურქების წასვლის შემდედეგ, შესაძლებელი გახდა დაზიანებული ნაგებობების აღდგენა.
1945 წლიდან, უნგრეთის კომუნისტურმა მთავრობამ სააბატოსთვის ნაგებობებისა და ქონების ჩამორთმევა დაიწყო, რაც ქვეყანაში კომუნიზმის ეპოქის დასასრულამდე გაგრძელდა. 1995 წელს, როდესაც სააბატოს ათასი წლის იუბილემდე 1 წელი რჩებოდა, მოხდა კომპლექსის მასშტაბური რეკონსტრუქცია.
1996 წელს, სააბატო და მისი მიმდებარე ბუნებრივი გარემო იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Archabbey of Pannonhalma დაარქივებული 2019-07-04 საიტზე Wayback Machine.
- Entry of the film "The Mediator" in a Hungarian database
- Catholic Encyclopedia entry
- UNESCO description
- Pannonhalma, letter of privileges of Pannonhalma
- Abbey Winery Pannonhalma დაარქივებული 2012-07-24 საიტზე Wayback Machine.
|