ტოკაი-ჰედიალია
| ტოკაი-ჰედიალიის მეღვინეობის რეგიონი და კულტურული ლანდშაფტი | |
|---|---|
|
| |
| სტატუსი | იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iii, v |
| რეგიონი | ევროპა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2002 (26-ე სესია) |
| ნომერი | 1063 |
![]() | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1063 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტოკაი-ჰედიალია (უნგრ. Tokaj-hegyaljai borvidék) — მეღვინეობის ისტორიული რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ სლოვაკეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ უნგრეთში. ჰედიალია უნგრულად მთისწინეთს ნიშნავს, სწორედ ეს იყო რეგიონის თავდაპირველი სახელი.
რეგიონი შედგება 28 სოფლისა და 7 000 ჰა სისტემატიზირებული ვენახისგან. 2002 წელს, რეგიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა. მისი ცნობადობა საკმაოდ დიდი ხნის ისტორიას ითვლის, რადგან ის სამშობლოა ტოკაის ღვინისა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ღვინოა.
ზოგიერთი მახასიათებლები, რის გამოც ტოკაი-ჰედიალიის მეღვინეობის რეგიონი უნიკალურია:
- ნიადაგი და მიკროკლიმატი: ტოკაის მიწა შედგება თიხისა და ლიოსისგან, რომელიც ვულკანურ ქვენიადაგზეა განლაგებული. მიკროკლიმატი განპირობებულია მზით, სამხრეთით აზიდული მთებით და მდინარე ტისასა და ბორდორგის სიახლოვით.
- ადგილობრივი ყურძნის მრავალფეროვნება: ჯიშები ფურმინტი და ჰარსლეველიუ რეგიონში საუკუნეების წინ იქნა კულტივირებული, ამავე დროს მათი მოყვანა, ყვითელ მუსკატთან, კაბართან და კიდევ რამდენიმე ჯიშთან ერთად, ოფიციალურად მხოლოდ ამ რეგიონშია ნებადართული.
- მარნები: სარდაფების ვრცელი სისტემა აქ ახ. წ. 1400 - 1600 წლებში კლდოვან ნიადაგში ამოთხარეს. იგი უზრუნველყოფს მუდმივ ტემპერატურას 10-12°C ფარგლებში. სარდაფები გადახურულია სპეციალური მიწით, რომელიც დაძველების პროცესში იცავს მას ალკოჰოლის აორთქლებისგან და ინარჩუნებს ტენიანობას 85-90% ფარგლებში, რაც ტოკაის ღვინის დაძველებისთვის იდეალურ პირობებს წარმოადგენს.
- აპელაციის სისტემა: 1757 წლის სამეფო დეკრეტმა ტოკაის რეგიონი ღვინის დახურული წარმოების რაიონად გამოაცხადა, ეს პირველი ფაქტია მსოფლიო ღვინის აპელაციის სისტემაში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- UNESCO description: Tokaj Wine Region Historic Cultural Landscape
- Tradition and Innovation in the Tokaj Region (Tim Atkin)
- Tokaj portal
- Tokaj and the historic Wine Region - tourism information დაარქივებული 2013-06-01 საიტზე Wayback Machine.
- Tokaj Wine Region on the European Wineroads portal (HUN) დაარქივებული 2008-04-27 საიტზე Wayback Machine.
- Tokaj-Hegyalja Attractions დაარქივებული 2009-02-14 საიტზე Wayback Machine.
| |||||||
