პანევროპული პიკნიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პანევროპული პიკნიკისადმი მიძღვნილი მონუმენტი ქალაქ დებრეცენში

პანევროპული პიკნიკი (გერმ. Paneuropäisches Picknick, უნგრ. Páneurópai piknik) — 1989 წლის 19 აგვისტოს გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია ავსტრია-უნგრეთის საზღვართან, ქალაქ შოპრონის სიახლოვეს. ავსტრიასა და უნგრეთს შორის საზღვრის გახსნას მოჰყვა ჯაჭვური რეაქცია, რომლის შედეგად მოხდა გერმანიის გაერთიანება და სოციალისტური ბანაკის დაშლა.

საზღვრის გახსნის იდეა გაჩნდა 1989 წლის ივნისში ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ყოფილი სამეფო დინასტიის წარმომადგენლის, ოტო ფონ ჰაბსბურგისა და უნგრეთის დემოკრატიული ფორუმის წარმომადგენლის ფერენც მესაროშის შეხვედრის შემდეგ. ოტო ფონ ჰაბსბურგმა იდეა შესთავაზა უნგრეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს და შემდეგ უნგრეთის პირველ პრემიერ-მინისტრს მიკლოშ ნემეტს, რომელმაც მის განხორციელებას მხარი დაუჭირა. შოპრონში დემონსტრაციას ორგანიზება გაუწია უნგრეთის დემოკრატიულმა ფორუმმა და უნგრეთის სახელმწიფო მინისტრმა იმრე პოჟგაიმ[1][2]. პიკნიკის ორგანიზატორების, ჰაბსბურგისა და პოჟგაის აზრით, რომლებიც არ ესწრებოდნენ დემონსტრაციას, ეს იყო ტესტი თუ როგორი იქნებოდა მიხეილ გორბაჩოვის რეაქცია რკინის ფარდის მიღმა საზღვრის გახსნის შესახებ[3][4].

ორი სახელმწიფოს შეთანხმებით ავსტრიის სოფელ სანქტ-მარგარეტენსა უნგერთის სოფელ შოპრონკეჰიდას შორის საზღვარი სამი საათით სიმბოლურად გაიხსნა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის 600-მდე მცხოვრებმა უნგრეთის გავლით დასავლეთ ევროპაში მოხვედრა მოახერხა[5]. მანამდე, 1989 წლის 27 ივნისს, ზუსტად ამ ადგილზე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალოიზ მოკმა და მისმა უნგრელმა კოლეგამ დიულა ჰორნმა მოშალეს სასაზღვრო ღობე[6][7].

დღესდღეობით პანევროპული პიკნიკი განიხილება ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენად, რომელმაც განაპირობა გდრ-ის ისტორიისა და ცივი ომის დასრულება, რკინის ფარდის მოშლა და გერმანიის გაერთიანება[8][9].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hilde Szabo: Die Berliner Mauer begann im Burgenland zu bröckeln (The Berlin Wall began to crumble in Burgenland - German), in Wiener Zeitung 16 August 1999.
  2. Otmar Lahodynsky: Paneuropäisches Picknick: Die Generalprobe für den Mauerfall (Pan-European picnic: the dress rehearsal for the fall of the Berlin Wall - German), in: Profil 9 August 2014.
  3. Thomas Roser: DDR-Massenflucht: Ein Picknick hebt die Welt aus den Angeln (German - Mass exodus of the GDR: A picnic clears the world) in: Die Presse 16 August 2018.
  4. „Der 19. August 1989 war ein Test für Gorbatschows“ (German - August 19, 1989 was a test for Gorbachev), in: FAZ 19 August 2009.
  5. ავსტრო-უნგრეთის უკანასკნელი იმპერატორის შვილი გარდაიცვალა
  6. "Sopron, Hungary: the picnic that changed the world", The Daily Telegraph (UK), 19 August 2014, https://www.telegraph.co.uk/travel/destinations/europe/hungary/6408378/Sopron-Hungary-the-picnic-that-changed-the-world.html. წაკითხვის თარიღი: 23 May 2015.
  7. "Hungary's peaceful revolution: cutting the fence and changing History", Spiegel Online, 29 May 2009, http://www.spiegel.de/international/europe/hungary-s-peaceful-revolution-cutting-the-fence-and-changing-history-a-627632.html. წაკითხვის თარიღი: 23 May 2015.
  8. The picnic that changed European History, DE: DW Akademie, 19 August 2014, http://www.dw.de/the-picnic-that-changed-european-history/a-4580616. წაკითხვის თარიღი: 23 May 2015.
  9. "A World-changing European picnic", Vienna Review, 1 September 2009, http://www.viennareview.net/news/front-page/a-world-changing-european-picnic. წაკითხვის თარიღი: 23 May 2015 დაარქივებული 5 July 2018[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები .