შინაარსზე გადასვლა

პანამის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პანამის მეტროპოლიტენი
პანამის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა პანამის დროშა პანამა
ქალაქი პანამა
გახსნის თარიღი 5 აპრილი, 2014[1]
ხაზის სიგრძე ≈36 კმ
სადგურთა რაოდენობა 30[2][3]
ხაზთა რაოდენობა 2[2][3]
მგზავრები დღეში
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა

პანამის მეტროპოლიტენი (ესპ. Metro de Panamá) — მეტრო ქალაქ პანამაში.

მეტროს მშენებლობა დაიწყო 2010 წლის დეკემბერში. გახსნა დაგეგმილი იყო 2014 წლის მარტში[4], თუმცა შედგა 2014 წლის 5 აპრილს[1]; მშენებლობა გრძელდებოდა 38 თვე[1]. პროექტის რეალიზება მოხდა ფრანგული, ბრაზილიური და ესპანური კომპანიების მიერ. მისი ღირებულებაა 1,8 მლრდ. დოლარი[4]. პანამის მეტროპოლიტენი არის პირველი მიწისქვეშა ტრანსპორტი ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში[1].

  • პირველი ხაზი — სიგრძე 13,7 კმ, 14 სადგური, მათ შორის 5 ესტაკადაზე მდებარეობს.[5]
  • მეორე ხაზი — გაიხსნა 2019 წლის 25 აპრილს, სიგრძე 22 კმ, 16 სადგური, უკიდურეს დასავლეთ სადგურზე შესაძლებელია პირველ ხაზზე გადასვლა.[6]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]