პალმნიკენის კირხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალინინგრადის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი
პალმნიკენის კირხე — რუსეთი
პალმნიკენის კირხე
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 54°51′57″ ჩ. გ. 19°56′20″ ა. გ. / 54.86583° ჩ. გ. 19.93889° ა. გ. / 54.86583; 19.93889
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია კალინინგრადის ოლქი
ადგილმდებარეობა კალინინგრადი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3900295000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ვილჰელმ ლორენც ბესელ-ლორკი
თარიღდება 1887-1892

პალმნიკენის კირხე (რუს. Кирха Пальмникена) — ყოფილი ლუთერანული კირხე აღმოსავლეთ პრუსიაში (1946 წლიდან დასახლება იანტარნი, კალინინგრადის ოლქი) ამჟამად მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც აგებულია ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს კალინინგრადის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პალმნიკენის ლუთერანული კირხეს მშენებლობა დაიწყეს 1887 წლის 8 სექტემბერს წარმოშობით ებრაელი[1] მორიც ბეკერის ინიციატივით, რომელიც დაკავებული იყო ქარვის ბიზნესით. მშენებლობას აფინანსებდა ფირმა „შტანტიენი და ბეკერი“, ხოლო მიმდინარეობდა ვილჰელმ ლორენც ბესელ-ლორკის პროექტის მიხედვით. კირხე ააშენეს კაჭარისა და ფიგურული აგურისაგან და წარმოადგენს ბერლინის გარეუბანში მდებარე მონბიჟუს ციხესიმაგრის წმინდა გიორგის სახელობის კაპელის შემცირებულ ვარიანტს. კირხეს აქვს ორი სამრეკლო, შიდა მოწყობილობა გაფორმებულია რომანულ სტილში, ვიტრაჟები შექმნეს ადგილობრივი სიუჟეტების თემაზე. კირხეში დაამონტაჟეს ორღანი[2].

კირხე აკურთხეს 1892 წლის 3 იანვარს თავდაპირველად საეკლესიო თემი მიეკუთვნებოდა გერმაუს (ამჟამად სოფელი რუსკოე, კალინინგრადის ოლქი). საკუთარი დამოუკიდებელი თემი პალმინკენში ჩამოყალიბდა 1906 წელს. ეკლესიის უკანასკნელმა წინამძღვარმა ქალაქი მიატოვა 1947 წელს და შემდეგში გახდა მაგდებურგის ეპისკოპოსი[1].

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კირხეს შენობაში თანმიმდევრობით განათავსეს კლუბი, შემდეგ საბილიარდო, სპორტული დარბაზი, საწყობი. ორღანი და ვიტრაჟები განადგურდა[2].

თანამედროვე სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს კირხეს შენობა გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1991 წელს სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტმა კირილემ (რომელიც შემდეგ გახდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი) აკურთხა ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე[2]. 2008 წელს ეკლესიის თავდაპირველ ადგილზე დაბრუნდა გარემონტებული ზარი[1].

კალინინგრადის ოლქის მთავრობის 2007 წლის 23 მარტის № 132 დადგენილების მიხედვით კირხემ მიიღო რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Manfred Höhne. Geschichte von Jantarnyj - Palmnicken - Ostpreussen. www.ostpreussen.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-16. ციტირების თარიღი: 2017-03-15.
  2. 2.0 2.1 2.2 Кирха Пальмникена - Янтарный. www.prussia39.ru. ციტირების თარიღი: 2017-03-15.
  3. Перечень объектов культурного наследия Калининградской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-21.