შინაარსზე გადასვლა

პავოლ ნედო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პავოლ ნედო
მშობლიური სახელი ზემოსორბ. Pawoł Nedo
დაბადების თარიღი 1 ნოემბერი 1908
კოტიცი, ბაუცენი, საქსონიის სამეფო, გერმანიის რეიხი
გარდაცვალების თარიღი 24 მაისი 1984 (75 წლის)
ლეიფციგი, გდრ
მოქალაქეობა

გერმანიის დროშა გერმანია

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა
საქმიანობა ეთნოლოგი, პედაგოგი, მწერალი
ჯილდოები

ღირსების ვერცხლის ორდენი;

ღირსების ოქროს ორდენი

პავოლ ნედო ( ზემოსორბ. Pawoł Nedo, დ. 1 ნოემბერი , 1908, სოფელი კოტეცი, ვაისენბერგი,გერმანია24 მაისი, 1984, ლაიფციგი, გერმანია) — ლუჟიცელი მასწავლებელი, პროფესორი, ეთნოგრაფი და საზოგადო მოღვაწე. ლუჟიცის კულტურულ-სოციალური საზოგადოება „დომოვინას“ თავმჯდომარე (1933-1950 წწ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1908 წლის 1 ნოემბერს ქალაქ ვაისენბერგის მახლობლად, ლუჟიცის სოფელ კოტეცში. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, დადიოდა ბაუტცენის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1928 წელს. შემდეგ 1932 წლამდე სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში ეთნოლოგიას, პედაგოგიკას და გერმანულ ფილოლოგიას. 1932 წლიდან 1937 წლამდე მუშაობდა მასწავლებლად სერბეთის სოფლებში კლიუკში, ხვაჩიცასა და რაკოიდში. ნაცისტური რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დანიშნა „ვენდის კულტურის საკითხების ტექნიკური მრჩევლად.“ დომოვინას წევრების კონგრესზე, რომელიც გაიმართა 1933 წლის 27 დეკემბერს, იგი გამოვიდა ნაცისტური რეჟიმის მხარდაჭერის მოწოდებით. [1] ამავე ყრილობაზე იგი ერთხმად აირჩიეს ლუჟიცური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დომოვინას“ თავმჯდომარედ. 1932 წლიდან 1934 წლამდე იყო სერბეთის მუზეუმის დირექტორი, რომელიც მდებარეობდა ბაუტცენის სერბულ სახლში.

1937 წელს შეუერთდა ნაციონალისტ-სოციალისტთა მასწავლებელთა კავშირს. ლუჟიცური ორგანიზაციის წარმომადგენლის რანგში, ცდილობდა მოლაპარაკებას ნაცისტურ ხელისუფლებასთან ლუჟიცის მოსახლეობაზე სახელმწიფო ზეწოლის შესამსუბუქებლად. პავოლ ნედომ უარი განაცხადა „დომოვინას“ წესდების შეცვლაზე, რომლის მიხედვით სავალდებულო იქნებოდა ვენდელებისთვის გერმანულად საუბარი, რის გამოც ორგანიზაცია აიკრძალა 1937 წლის 18 მარტს.

მოგვიანებით პედაგოგიური საქმიანობა შეწყვიტა და გადავიდა ბერლინში, სადაც პოლონურ ბანკში დაიწყო მუშაობა. პავოლ ნედოს ჰქონდა კონტაქტები პოლონეთის დაზვერვასთან, რის გამოც დააკავეს. 1939 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს და დაიწყო მუშაობა მდივნად. 1944 წლის ნოემბრის ბოლოს იგი კვლავ დააკავეს და მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე პატიმრობაში იმყოფებოდა.

ლუჟიცაში დაბრუნების შემდეგ კვლავ მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. იგი დაინიშნა ბაუტცენის ოლქის სკოლის საბჭოში. 1945 წელს დაკავებული იყო „დომოვინას“ საქმიანობის აღდგენით. 1945 წლის ზაფხულში შეუერთდა გერმანიის კომუნისტურ პარტიას.

1946 წელს გამოვიდა სერბოლუჟიცური პედაგოგიური ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით. [2] 1948 წლის 14 ოქტომბერს მისი თაოსნობით დაიწყო პირველი რადიომაუწყებლობა სორბულ ენებზე. მოგვიანებით დრეზდენში მუშაობდა საქსონიის განათლების სამინისტროში. პავოლ ნოვოტნისთან ერთად მონაწილეობდა მიიღო ბაუტცენში სერბული ეთნიკური კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებაში. 1964 წლამდე იკავებდა სორაბსტიკის ინსტიტუტის პირველი დირექტორის თანამდებობას.

1959 წელს გახდა ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც დაკავებული იყო ლუჟიცის ეთნოგრაფიის შესწავლით. 1964 წელს გახდა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის პროფესორი, ამავე დროს ეკავა ეთნოლოგიისა და გერმანული ფოლკლორის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა. 1953-1968 წლებში იყო გდრ მეცნიერებათა აკადემიის ეთნოგრაფიის განყოფილების თავმჯდომარე.

1968 წელს ჯანმრთელობის მიზეზების გამო პენსიაზე გავიდა და აქტიურად შეუდგა ლუჟიცელების ხალხური სამოსის შესწავლას.

გარდაიცვალა 1984 წლის 24 მაისს ლაიფციგში.

Ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იაკუბ ჩიშინსკის სახელობის პრემია (1958);
  • ღირსების ვერცხლის ორდენი (1978); [3]
  • ღირსების ოქროს ორდენი (1983). [4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гугнин А. А., Введение в историю серболужицкой словесности и литературы от истоков до наших дней, Российская академия наук, Институт славяноведения и балканистики, научный центр славяно-германских отношений, М., 1997, стр. 21, 71, 154—155, 171—174, 197, ISBN 5-7576-0063-2
  • Kurzbiografie zu: Nedo, Paul (Pawol). In: Wer war wer in der DDR? 5. Ausgabe. Band 2, Ch. Links, Berlin 2010, ISBN 978-3-86153-561-4.
  • Annett Bresan: Pawoł Nedo 1908—1984. Bautzen, 2002. (Schriften des Sorbischen Instituts, 32.)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Serbske Nowiny 92 (11. November 1933) 260
  2. Biografie von Paul Nedo დაარქივებული 2020-08-07 საიტზე Wayback Machine. , Sächsische Biografie
  3. Neues Deutschland, 28. April 1978, S. 5
  4. Neues Deutschland, 6. Oktober 1983, S. 3