პავლე აბროსიმოვი
იერსახე
პავლე აბროსიმოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 (27) დეკემბერი, 1900 |
დაბ. ადგილი | სვობოდა |
გარდ. თარიღი | 21 მარტი, 1961[1] (60 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი[1] |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | არქიტექტორი |
ალმა-მატერი | რეპინის ხელოვნების ინსტიტუტი |
ჯილდოები | სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია და შრომის წითელი დროშის ორდენი |
პავლე ვასილის ძე აბროსიმოვი (რუს. Па́вел Васи́льевич Абро́симов; დ. 14 (27) დეკემბერი, 1900 — გ. 21 მარტი, 1961, მოსკოვი) — რუსი საბჭოთა არქიტექტორი. სსრკ მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემიის ნამდვილი წევრი (1956), სსრკ-ის არქიტექტორთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი (1955–1961), საერთაშორისო არქიტექტორთა კავშირის აღმასკომის წევრი (1957). სკკპ წევრი 1944 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1923–1928 წლებში სწავლობდა ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში. მისი თანაავტორობით დაპროექტებულია საცხოვრებელი სახლი ლენინგრადში რევოლუციის მოედანზე (1928-1932), უკრაინის სსრ მინისტრთა საბჭოს სახლი კიევში (1934-1938), მოსკოვის უნივერსიტეტის მაღლივი შენობა (1949-1953; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1949).
დაჯილდოებულია ორი ორდნითა და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 36.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Абросимов Павел Васильевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.