პაველ დუროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პაველ დუროვი
Павел Дуров
Pavel Durov sitting portrait.jpg
პაველ დუროვი 2012 წელს
დაბ. თარიღი 10 ოქტომბერი, 1984 (1984-10-10) (33 წლის)
ლენინგრადი, სსრკ
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა რუსეთის დროშა რუსეთი
სენტ-კიტსისა და ნევისის დროშა სენტ-კიტსი და ნევისი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აქტიური 2006-დღემდე
ცნობილია როგორც ВКонтакте-ს დამფუძნებელი
მშობლები მამა: ვალერი დუროვი
სუფთა მოგება $600 მილიონი (2016)[1]
საიტი VK.com/durov

 

პაველ დუროვი (Павел Валерьевич Дуров; დ. 1984 წლის 10 ოქტომბერს, ლენინგრადი, სსრკ) — რუსი მეწარმე, პროგრამისტი, მილიონერი, სოციალური ქსელი ВКонтакте-ს ერთ-ერთი დამაარსებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი (2006-2014).[2] სტუდენტობის დროს იყო რუსეთის პრეზიდენტის და ხელისუფლების სტიპენდიის ლაურეატი, პოტატინსკის სტიპენდიის სამგზის ლაურეატი. 

2001 წელს ფრიადზე დაასრულა აკადემიური გიმნაზია, ხოლო 2006 წელს წითელი დიპლომით დაასრულა (რომელიც ჯერ კიდევ არ წაუღია)[3] სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობა — ინგლისური ფილოლოგია და თარგმანი. ერთი წლით ადრე დაასრულა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიონალური სამხედრო მომზადება, სპეციალობა — პროპაგანდა და ფსიქოლოგიური ომი. მომზადების დასრულების შემდეგ მიიღო რეზერვის ლეიტენანტის წოდება. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დუროვმა დააარსა ВКонтакте — რუსეთში ამჟამად ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი. 2011 წელს დუროვი 7,9 მილიარდ რუბლს ფლობდა და რუსი მილიარდერების რეიტინგში 350-ე ადგილს იკავებდა.

პაველი ვეგეტერიანელი არის და ლიბერტარიანული პოლიტიკური შეხედულება აქვს. დუროვს რუს მარკ ცუკენბერგს უწოდებენ, მაგრამ ხშირად აკრიტიკებენ მისი ექსცენტრიული გამოთქმების გამო. 2012 წელს გამოიცა ნიკოლოზ კონონოვის წიგნი „დუროვის კოდი“, რომელშიც ВКонтакте-ს და მისი დამაარსებელის განვითარება იყო აღწერილი. ფილმის ეკრანიზაციის უფლება კომპანია AR Films-მა მოიპოვა. 

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაველის ბაბუა სემიონ ტულიაკოვი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა. მსახურობდა. მონაწილეობდა ლენინგრადის ფრონტის შეტაკებებში, ასევე კრასნობორსკის და გატჩინსკის შეტაკებებში და სამჯერ დაიჭრა. წარდგენილი იქნა წითელი ვარვსკვლავის ორდენის მფლობელობაზე,[4] დაჯილდოვებული იქნა სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენით,[5] გამარჯვების მეორმოცე წლისთავზე პირველი ხარისხის ორდენით.[6] ომის შემდეგ რეპრესირებული იქნა.[7]

მამა — ვალერი დუროვი არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ბევრი სამეცნიერო ნამუშევრის ავტორი,[8] ხოლო 1992 წლიდან სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილებას უდგას თავში.[9]

ძმა — ნიკოლოზი, არის მათემატიკოსი, მათემატიკურ-ფიზიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, რუსული და საერთაშორისო ოლიმპიადების პრიზიორი,[8] მსოფლიოს ორგზის აბსოლუტური ჩემპიონი პროგრამირებაში სტუდენტთა შორის.[10] სოციალური ქსელის დაარსებიდან 2013 წლის შუა პერიოდამდე იყო ტექნიკური დირექტორი.[8]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრაფიტი დუროვის გამოსახულებით.

პაველ დუროვი დაიბადა ინტელიგენტურ ოჯახში, 1984 წლის 10 ოქტომბერს, ლენინგრადში, სსრკ-ში.[8] სკოლის პირველ კლასში შევიდა ქ.ტურინში, სადაც მამამისი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ პაველი ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობდა, მაგრამ მალევე გადავიდა აკადემიური გიმნაზიის ექსპერიმენტულ კლასებში.[11] გიმნაზიაში დუროვი ყველა საგანს გაღრმავებულად სწავლობდა, ოთხი უცხო ენის ჩათვლით.[8] გიმნაზიაში მას ერუდიტის რეპუტაცია ჰქონდა, იჯდა პირველ მერხზე მხედველობის პრობლემების გამო.[3] 11 წლის ასაკში იგი დაინტერესდა პროგრამირებით.[12] ცნობილი არის მისი გამოხტომა: სწავლის დროს ყველა სასკოლო კომპიუტერზე ფონად დააყენა ფოტოგრაფია, რომელზეც ეწერა Must Die (ქარ. უნდა მოვკდეს). დუროვს უკრძალავდნენ კომპიუტერთან მიახლოებას და პაროლსაც აყენებდნენ, მაგრამ დუროვი პაროლის მოხსნას ახერხებდა.[3] 2001 წელს მან ფრიადზე დაასრულა აკადემიური გიმნაზია. 2002 წელს კი ჩაირიცხა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტისს ინგლისური ფილოლოგიის და თარგმანის ფაკულტეტზე. თავისი აკადემიური მიღწევებისთვის და უნივერსიტეტის სტუდენტურ ცხოვრებაში წვლილის შეტანისთვის დაჯილდოვდა რუსეთის ხელისუფლების, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის სტიპენდიებით. ასევე არის პოტატინსკის სტიპენდიის სამგზის ლაურეატი. გარდა ამისა დუროვი შედიოდა უნივერსიტეტის რჩეული სტუდენტების სიაში, როგორც ინტელექტის უმაღლესი დონის და ლიდერული თვისებების მქონე სტუდენტი.[8] არაერთხელ მოუგია ოლიმპიადები ინფორმატიკა, ლინგვისტიკასა და დიზაინში.[12]

TechCrunch Disrupt Europe Berlin 2013 (10536888854).jpg

2006 წელს პაველმა უნივერსიტეტი წითელი დიპლომით დაასრულა (რომელიც ჯერ კიდევ არ წაუღია[3]), ხოლო 2005 წელს დაასრულა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესიონალური სამხედრო მომზადება, სპეციალიზაცია — პროპაგანდა და პსიქოლოგიური ომი. ამ ფაკულტეტზე სწავლის დროს პაველი იყო ოცეულის მეთაური, სწავლის შემდეგ მიიღო რეზერვის ლეიტენანტის წოდება.[8]

მისი თქმით:„როდესაც მე ვუყურებდი ხალხს, რომელიც ყოველდღე თავის რუტინულ სამუშაოზე ოფისში მიდიოდა, ვერ წარმომედგინა, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი სცენარი იქნებოდა. ინტერნეტ-პროექტების ხემძღვანელობამ და სტუდენტური ღონისძიებების ორგანიზაციამ მიმიყვანა აზრამდე, რომ არ მეყოლებოდა უშუალო ხელმძღვანელი”.[3]

ინტერნეტ-პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს პაველი ქმნიდა არაკომერციულ ინტერნეტ-პროექტებს. ეს საიტები იყო Durov.com და Spbgu.ru.[12] მისი პირველი პროექტი იყო უნივერსიტეტის რეფერატების ელექტრონული ბიბლიოთეკა და ასევე ადგილი ინფორმაციის და იდეების გაცვლისთვის. მეორე კი იყო უნივერსიტეტის ფორუმი, სადაც პაველი სხვადასხვა დისკუსიების ინიცატორი იყო. აღსანიშნავია, რომ დუროვი სხვადასხვა ანგარიშებს არეგისტრირებდა და თავის თავთან დაობდა.[3]

ВКонтакте[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის ზაფხულისთვის დუროვი მიხვდა, რომ ყველა მისი პროექტი, მიუხედავადა პოპულარობისა, ვერ აერთაიენბდა მოსწავლეებს: ბევრი რეალურ სახელს "ნიქნეიმის" ქვეშ, ხოლო სახეს ავატარის ქვეშ მალავდა. სტუდენტებს შეეძლოთ ერთმანეთთან ესაუბრათ და არც კი ცოდნოდათ, რომ თავიანთ ჯგუფელს ესაუბრებოდნენ. ამის შემდეგ დუროვმა საიტის სხვა სტრუქტურის ძებნა დაიყწო. ცოტა ხანში პაველის მეგობარმა, რომელიც ამერიკიდან დაბრუნდა, მას ამერიკული პროექტი, Facebook-ი აჩვენა, სადაც სტუდენტები თავიანთ ვინაობას არ მალავდნენ. ამის შემდეგ დუროვმა გადაწყვიტა ამგვარი საიტის ანალოგი რუსულ ინტერნეტ-სივრცეში (რუნეტი) შეეტანა. პროექტის პირველი მომავალი სახელი იყო „Студент.ру“, მაგრამ, დუროვმა მას ახალი სახელი, „ВКонтакте“ შეურჩია, რადგანაც, მისი სიტყვებით, „ადრე თუ გვიან, ჩვენ ყველანი დავამთავრებთ უნივერსიტეტს“.[13] პროექტის რეალიზაციას დუროვი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეუდგა.[8] პირველად რესურსი ჩაკეტილი იყო და მასზე დარეგისტრირება მხოლოდ მოწვევით შეიძლებოდა, მაგრამ 2006 წლის ბოლოს რეგისტრაცია თავისუფალი გახდა.[12] საიტმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და რუნეტში მომხმარებელთა ზრდის ყველა რეკორდი მოხსნა. მალევე პაველმა სოციალურ ქსელში თავისი აქციების გაყიდვა დაიწყო. საბოლოოდ, თავისი ბოლო 12% მან 2014 წლის 24 იანვარს ივან ტარვინს მიჰყიდა:[14]

„იმას, რასაც ფლობთ თქვენ, ადრე თუ გვიან თქვენს ფლობას იწყებს. ბოლო წლების განმავლობაში მე აქტიურად ვყიდიდი ჩემს ქონებას: ავეჯიდან დაწყებული და კომპანიებით დამთავრებული. იდეალის მისაღწევად მე მხოლოდ აქციებისგან განთავისუფლება მჭირდებოდა. მიხარია, რომ ცოტა ხნის წინ მიზანს მივაღწიე და ჩემი წილი მეგობარს, ივან ტარვინს მივყიდე. არა მგონია, ეს ცვლილება სოციალური ქსელის მართვაზე აისახოს — დირექტორთა საბჭო მე მაინც მომისმენს, და არ აქვს მნიშვნელობა, მაქვს მე წილი თუ არა. ეს ქსელი მე შევქმნენი და მე მესმის მისი ღრმა მექანიზმები. მე არსად არ მივდივარ, მე გავაგრძელებ მეთვალყურეობას. ბოლოს და ბოლოს, „ВКонтакте“ არის საუკეთესო რუსულ საკომუნიკაციო სფეროში, და მისი შენახვა და დაცვა ჩემი პასუხისმგებლობაა.“[15]

2014 წლის 1 აპრილს დუროვმა განაცხადა, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებდა,[16] 3 აპრილს კი განცხადება უკან წაიღო,[17] მაგრამ 21 აპრილს დირექტორთა საბჭომ დააკმაყოფილა მისი განთავისუფლების მოთხოვნა.[18] 22 აპრილს დუროვმა რუსეთი დატოვა და განაცხადა, რომ დაბრუნებას არ აპირებდა.

სკანდალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 27 მაისს „ВКонтакте“-ს ტოპ-მენეჯერები ფანჯრიდან ქაღალდის თვითმფრინავებს ისროდნენ, რომლებზეც 5000 რუბლიანი კუპიურები იყო მიწებებული.[19] მალევე ფანჯრის ქვეშ შეიკრიბა ხალხი. ფულისთვის ჩხუბიც კი მოჰყვა. მოწმეთა სიტყვებით, პაველი სანახაობით ტკბებოდა და მომხდარს ვიდეოზეც იღებდა.[20]

2013 წლის 5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დუროვმა ზიანი მიაყენა პოლიციის თანამშრომელს. აღძრული იქნა საქმე, მაგრამ გამომძიებლებმა პოლიციელისთვის ზიანის განძრახული მიყენება ვერ აღმოაჩინეს, რის გამოც საქმე დაიხურა.[21]

2012 წლის 9 მაისს Twitter-ში დუროვმა დაწერა შემდეგი პოსტი:

„ხალხი ერთობა.. აბა რა. 67 წლის წინ სტალინმა დაამარცხა ჰიტლერი და შეინარჩუნა საბჭოთა ხალხის რეპრესირების საშუალება“.

მისმა ამ განცხადებამ სკანდალი გამოიწვია და რამდენიმე პოლიტიკოსმა „ВКонтакте“-ს ბოიკოტიც კი გამოუცხადა.[22]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.themoscowtimes.com/business/article/telegram-founder-makes-forbes-list-of-russias-richest-businessmen/565822.html
  2. Павла Дурова уволили с поста гендиректора «ВКонтакте». რია-ნოვოსტი
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Кононов, Николай; Игуменов, Валерий.Код Павла Дурова (рус.). Forbes (24 июня 2011).
  4. Наградной лист Тулякова Семёна Петровича (рус.).ВКонтакте (8 мая) 2015, 1:23).
  5. Фронтовой приказ № 692/н от 15.06.1945, страница 2Электронный банк документов «Подвиг народа в Великой Отечественной войне 1941—1945 гг.».
  6. Туляков Семен ПетровичЭлектронный банк документов «Подвиг народа в Великой Отечественной войне 1941—1945 гг.».
  7. Николай Валуев объявил бойкот сети «ВКонтакте» (рус.). Lenta.ru (10 мая 2012).
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 Pavel Durov (англ.). Digital Life Design.
  9. Дуров Валерий Семёнович (рус.). Филологический факультет СПбГУ. 
  10. О сайте (рус.). Spbgu.ru.
  11. Код Дурова.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 Меллер, Алла. Павел Дуров. Не просто талантливый программист и создатель vkontakte.ru (рус.). Финансы.asia (28 октября 2009).
  13. Дуров, Павел. Немного об истории «контакта» (рус.).ВКонтакте (3 февраля 2007).
  14. Павел Дуров подтвердил продажу акций «ВКонтакте»Лента.ру.
  15. Павел Дуров продал свою долю «ВКонтакте»
  16. Михаил КарповПавел Дуров объявил, что покидает пост генерального директора соцсети «ВКонтакте»,Компьютерра (1 апреля 2014). 
  17. День дурака удался: Дуров отозвал заявление об уходе из "ВКонтакте"NEWSru.com
  18. алерий Левитин. Павла Дурова уволили с поста гендиректора «ВКонтакте» (рус.). რია-ნოვოსტი(21 апреля 2014).
  19. Лотерея с разбитыми носами (рус.). Lenta.ru(29 мая 2012).
  20. Easy money: Russian Zuckerberg provokes crowd fight over $160 notes (англ.). RT English (28 May 2012).
  21. МВД не будет добиваться возбуждения дела против Павла Дурова
  22. Высказывание Дурова осквернило день победы, поэтому я ушел из ВКонтакте