ოცდაერთი პირობა
ოცდაერთი პირობა კომუნისტურ ინტერნაციონალში მიღებისა, ოპკიმ — 1920 წლის 6 აგვისტოს კომინტერნის II კონგრესზე მიღებული რეზოლუცია. მასში ჩამოყალიბებული იყო პარტიების კომინტერნში შესვლის პირობები და მიღებულ პარტიათა ვალდებულებები. პირობების პროექტი დაწერა ვ. ლენინმა. იგი გამოქვეყნდა 1920 წლის 30 ივლისს. ოპკიმ კომინტერნის წევრი პარტიებისაგან მოითხოვდა პროლეტარიატის დიქტატურის მოპოვებისათვის ყოველდღიურ კომუნისტურ პროპაგანდასა და აგიტაციას; რეფორმიზმსა და ცენტრალიზმთან კავშირის სრულ გაწყვეტას და ამ მოთხოვნის პროპაგანდას პარტიის წევრთა ფართო წრეებში. ეს ლენინური დოკუმენტი, რომელშიც აისახა იმდროინდელი რევოლუციური ბრძოლის თავისებურებები და კომუნისტური მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ზოგადი პრინციპები, მოიწონეს ჯერ კომინტერნის II კონგრესის დელეგატთა უმრავლესობამ, ხოლო შემდეგ მთელი მსოფლიოს კომუნისტებმაც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბურდული ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 624.