შინაარსზე გადასვლა

ოქოლიშტე (ნეოლითური ღირსშესანიშნაობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ოქოლიშტე
ოკოლიშტე
Bosnia and Herzegovina relief location map
ნაჩვენებია ბოსნია და ჰერცეგოვინაში
ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
კოორდინატები 44°02′00″ ჩ. გ. 18°08′34″ ა. გ. / 44.03360000° ჩ. გ. 18.14290000° ა. გ. / 44.03360000; 18.14290000
ოქოლიშტე (ნეოლითური ღირსშესანიშნაობა) — ბოსნია და ჰერცეგოვინა
ოქოლიშტე (ნეოლითური ღირსშესანიშნაობა)

ნეოლითური ღირსშესანიშნაობა ოკოლიშტე მდებარეობს ბოსნია და ჰერცეგოვინაში, კერძოდ, ვისოკოს მუნიციპალიტეტში. ის აღიარებულია ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნულ ძეგლად.[1] ის არის ბუტმირის კულტურის ყველაზე დიდი კულტურული კერა. არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა სულ მცირე 9 პერიოდი ნამოსახლარის ისტორიაში.[2]

ადგილმდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვისოკოს აუზი განთავსებულია სარაევოს ჩრდილოეთით 40 კილომეტრის რადიუსში. აუზს კვეთს მდინარე ბოსნა და ის არის ზღვის დონიდან 400–410 მეტრის სიმაღლეზე. აუზი გარშემორტყმულია მიოცენის 1000 მეტრამდე სიმაღლის მთებით. ვისოკოს აუზის მოიპოვება 15 შუა და მოგვიანო ნეოლითური ღირსშესანიშნაობა, რომლებიც ცნობილია დათვალიერებისა და ადრეული გათხრების შედეგად.

კვლევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საველე კვლევა ფოკუსირდა ოკოლიშტეს ღირსშესანიშნაობაზე, რომელიც მდებარეობდა ვისოკოს აუზის ჩრდილოეთ ნაწილში. კვლევა ჩატარდა რამდენიმე კამპანიის განმავლობაში 2002–2008 წლებში. 7 ჰექტარიანი მოცულობის გამო, ეს დასახლება კატეგორიზებულია, როგორც ცენტრალური ადფილი ვისოკოს აუზში. ვისოკოს აუზი აერთიანეს რამდენიმე სხვა ნეოლითურ ღირსშესანიშნაობას, როგორიცაა დონიე მოშტრე და არნაუტოვიჩი.

ოკოლიშტეს ნეოლითური დასახლება მდებარეობს რადინოვიჩისა და ოკოლიშტეს სოფლებს შორის, ვისოკოდან ჩრდილოეთით დაახლოებით კილომეტრში. ბოსნასა და ნერეტვას მდინარეების ხეობებში აღმოჩენილია ბუტმირის კულტურის ჯამში 36 ღირსშესანიშნაობა. სარაევოს აუზის ყველაზე დიდი ნამოსახლარი განთავსებულია ბუტმირში, ხოლო ვისოკოს აუზის ყველაზე დიდი ნამოსახლარი – ოკოლიშტეში, 5-7 ჰექტარის მოცულობით.

ვისოკოს აუზი, მეზობლად მდებარე კაკანჯისთან ერთად, ცენტრალური ბოსნიის ნეოილითური ნამოსახლარის ბირთვის რეგიონი იყო. მიმდებარე ტერიტორიები რაოდენობრივად არნახულად გაიზარდა, ხოლო ნამოსახლარების საერთო ფართობი თარიღდება დაახლოებით 5200 ძვ. წ. ან უფრო ადრეული პერიოდით.[3]

კვლევა ჩატარდა ფრანკფურტში მდებარე გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის რომაულ-გერმანული კომისიისა და ბემბერგის უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის, ისევე როგორც ვისოკოს ქალაქის მუზეუმის ეგიდით. გეომაგნიტური ძებნა მკაფიოდ აჩვენებს თხრილების უზარმაზარ რაოდენობას და 54 სახლის ხილვად სტრუქტურას. მათი სიგრძე მერყეობს 12 და 13 მეტრს შორის, ხოლო სიგანე – 6 და 8 მეტრს შორის. გამოვლინდა ინდივიდუალური სახლების დეტალური ზომები, მათ შორის, კედლები, მრავალოთახიანი ტიხრები და თითოეულ სახლში ორი ღუმელი, რომელიც მეტწილად ემთხვევა ობრე II-ის ნეოლითურ ნამოსახლარში ცნობილ ობიექტებს.

გათხრების დროს ჯამში 7 ნასახლარი აღმოაჩინეს. რამდენიმე ნასახლარში იყო ღუმელების ნაშთები, ბუხრების ნაშთები, დიდი რაოდენობით სახელოსნოები, ორნამენტები, ქვის იარაღების დასამზადებელი სახელოსნოები და დიდი რაოდენობით სხვადასხვა ორმო. ნაპოვნი არქეოლოგიური მასალის უმეტესობა შედგება კერამიკისგან. კერამიკული ქოთნები ორნამენტებითა და ფორმებით მიეკუთვნება ბუტმირ II-ის პერიოდს და ბუტმირ III-ის ქვედა პერიოდს (Hvar-Lisičići), რომელიც თარიღდება 4800 და 4700 წლებით.

გათხრებისა და გეომაგნიტური ძეიბის შედეგებმა განაპირობა ნასახლარების და ოკოლიშტეს მოსახლეობის სავარაუდო რაოდნეობის დადგენა.[4] ნავარაუდებია, რომ არსებობდა 200 ნასახლარი ადრეულ ეტაპზე. იმ დაშვებით, რომ თითოეული ნასახლარში ცხოვრობდა დაახლოებით 5 ინდივიდი, მაცხოვრებლების რაოდენობა, შესაძლოა, განისაზღვროს დაახლოებით 1000 ადამიანისგან. ვისოკოს აუზი, შესაძლოა, 3500 ინდივიდის საცხოვრისი იყოს, რაც შეესაბამება მოსახლეობის სიმჭიდროვეს (32 მოსახლე თითოეულ კვ.კმ-ზე).[5]

საკვების წარმოება მოგვიანო ნეოლითურ ვისოკოს აუზსა და მიმდებარე ტერიტორიებზე დაფუძნებული იყო სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობაზე, ხოლო ნადირობა ნალებად მნივნელოვანი იყო. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ნეოლით მოსახლეობას შორის ვისოკოს აუზში. სოფლის მეურნეობა ოკოლიშტეში ეყრდნობოდა მარცვლეულის კულტივაციას, რომელთა შორის დომინირებდა ასლი და ეინკორნი, ქერთან, ფეტვთან და ნედლ ხორბალთან ერთად..

კიდევ ერთი არქეოლოგიური ადგილი "Donje Moštre" მდებარეობს 1 კილომეტრის დაშორებით, რომელსაც ნეოლითური კულტურის გარდა, გააჩნია ენეოლითის ხანის არტეფაქტები, ვუჩედოლის კულტურის პერიოდიდან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Arheološko područje Okolište. kons.gov.ba. ციტირების თარიღი: 13 September 2016
  2. Marc, Vander Linden; Pandžić, Ivana; Orton, David. „New radiocarbon dates for the Neolithic periodin Bosnia & Herzegovina“ (PDF). Godišnjak. 43: 7–11.
  3. Hofmann, Robert. „The Bosnian Evidence: The New Late Neolithic and Early Copper-Age Chronology and Changing Settlement Patterns“. S. Hansen, P. Raczky, A. Anders, A. Reingruber (Eds.), Neolithic and Copper Age Between Carpathians and the Aegean Sea. Chronologies and Technologies from the 6th to the 4th Millenium BCE. International Workshop Budapest 2012 (ინგლისური).
  4. Müller 2006; Hofmann et al. 2007, 195–200
  5. Fernández-Götz, Manuel; Krausse, Dirk (2016) Eurasia at the Dawn of History: Urbanization and Social Change (en). Cambridge University Press, გვ. 114. ISBN 9781107147409. 

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერნეტ-რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]