ოტო სკორცენი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ოტო სკორცენი}} |
ოტო სკორცენი (Otto Skorzeny; დ. 12 ივნისი, 1908, ვენა — გ. 6 ივლისი, 1975, მადრიდი) — ობერშტურბანფიურერი გერმანულ ვაფენ სს-ში მეორე მსოფლიო ომის დროს. აღმოსავლეთის ფრონტზე ბრძოლის შემდეგ მან ჰიტლერის პირადი დავალებით უხელმძღვანელა იტალიელი დიქტატორი ბენიტო მუსოლინის გამოხსნას ტყვეობიდან. სკორცენი ასევე ხელმძღვანელობდა ოპერაცია გრეიფს, რითაც გერმანელ ჯარისკაცებს უნდა შეეღწიათ მოწინააღმდეგის რიგებში მოწინააღმდეგეების უნიფორმებით და აღჭურვილობით. ომის მიწურულს ის იყო ვეჰრვოლფის პარტიზანული მოძრაობის ნაწილი.
ოტტო სკორცენის დაადანაშაულეს 1907 წლის ჰააგის კონვენციის დარღვევაში ოპერაცია გრეიფთან კავშირისთვის, თუმცა ომის შემდგომმა დაჰაუს სამხედრო ტრიბუნალმა ის გაამართლა. ის ემალებოდა მისჯილ პატიმრობას ჯერ საფრანგეთში 1948 წელს, ხოლო შემდგომ ფრანკოს ესპანეთში. გერმანულმა სასამართლომ 1952 წელს მისი დენაციფიკაცია მოახდინა.